reportiori.ge - აფხაზეთში სლოვაკურმა „ჟილინამ“ გაიმარჯვა - ქართული მხარე დუმს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:47
სპორტი
აფხაზეთში სლოვაკურმა „ჟილინამ“ გაიმარჯვა - ქართული მხარე დუმს...
02 ივნისი, 2015. 15:00


„ჟილინას" ოფიციალური ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთის კლუბის საფეხბურთო სკოლის 14-წლამდელთა გუნდი სოხუმს ესტუმრა და ახრიკ ცვეიბას სახელობის V საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ტურნირში მოსკოვის „დინამოს", ნალჩიკის „სპარტაკისა" და მახაჩყალის „ანჟის" ასაკობრივი გუნდებიც ასპარეზობდნენ.


ტურნირი 29 მაისს დასრულდა და გამარჯვება „ჟილინამ" მოიპოვა. სლოვაკმა ფეხბურთელებმა ოქროს მედლები და თასი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ გუბაზმა გადასცა. ვერცხლის მედლები მოსკოვის „დინამოს" ერგო.


აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი აქამდეც ბევრი იყო. გასულ წელს, ახრიკ ცვეიბას სახელობის ტურნირში რამდენიმე რუსულ კლუბთან ერთად, დონეცკის „შახტარი" და სტამბოლის „ბეშიქთაში" იღებდნენ მონაწილეობას.


საქართველოს ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს - თურქეთი და უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებია, სლოვაკეთი კი ევროკავშირის წევრია. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც განაგრძობენ საკუთარი კლუბების აფხაზეთში გაშვებას, საქართველოს მთავრობა და ფეხბურთის ფედერაცია კი ამაზე დუმს.


 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016