reportiori.ge - მესი: ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:11
სპორტი
მესი: ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს
02 ივნისი, 2015. 17:55


6 ივნისს, ჩემპიონთა ლიგის 2014/2015 წლების გათამაშების ფინალში კატალონიის „ბარსელონა" ტურინის „იუვენტუსს" დაუპირისპირდა. ევროპის ყველაფერი პრესტიჟული საკლუბო ტურნირის წინ ჟურნალისტების კითხვებს არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ უპასუხა.


- ვინ იმოქმედა თქვენზე ყველაზე მეტად?

 

- რა თქმა უნდა, მამამ და დედამ. ისინი მუდამ ჩემს გვერდით იყვნენ. როგორც ყველა მშობელი, რჩევებს მაძლევდნენ, ჩემს თამაშს აანალიზირებდნენ და აფასებდნენ. ისინი ძალიან ზრუნავდნენ ჩემზე, განსაკუთრებით ჩემს განვითარებასა და ფეხბურთელის კარიერის კუთხით. ძალიან დამეხმარა კლუბიც, მაგრამ ოჯახი მუდამ მხარში მედგა."


- რას წარმოადგენს შენთვის კლუბი?

 

- როდესაც აქ მოვხვდი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგი არა მხოლოდ ჩემს საფეხბურთო კარიერაში, არამედ მთლიანად ცხოვრებაში. კლუბის ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრის გამო, რაც ჩემთვის გააკეთა. „ბარსელონაში" მუდამ თბილად მეპყრობოდნენ და მამხნევებდნენ. აქ ვიზრდებოდი და ვვითარდებოდი. ძალიან მომწონს ჩვენი კლუბი. როგორც უკვე ვთქვი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუ როგორ მამხნევებდნენ აქ.


- ნეიმარსა და სუარესს როგორ შეეწყვეთ?

 

- ჩვენ მართლაც ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს, არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც. დარწმუნებული ვარ, რომ თუ მოედნის მიღმაც კარგი ურთიერთობები გაქვთ, ეს საქმესაც ყოველთვის ეხმარება.


- ფინალთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

 

- ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. ბევრი რამის გადატანა მოგვიწევს, რომ ეს გზა ბოლომდე გავიაროთ. ვიცით, რომ კვლავ ჩემპიონობის მოპოვება ძალიან რთული იქნება. ჩვენი ოცნება ყველაფრის მოგებაა. ვიცით, რომ ძალიან რთული მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში. „იუვენტუსი" სახელოვანი და ძალიან ძლიერი გუნდია. ეს ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კარგად უნდა მოვემზადოთ და ამ ფინალს ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც წინას.


 - თქვენ ჩემპიონთა ლიგის 2009 და 2011 წლების ფინალში გაიტანეთ გოლები.

 

- მუდამ ვამბობდი, რომ ეს გოლები ძალიან მნიშვნელოვანებია ჩემს კარიერაში. ეს უმნიშვნელოვანესი მატჩები იყო და საბედნიეროდ, ორთავეში მოვახერხე გატანა. პირველი ჩემი გოლი რომში - ჩვენი გუნდის მეორე გოლი - პრაქტიკულად გადამწყვეტი გამოდგა. „უემბლიზე" ანგარიში 2:1 გავხადე. ეს თანაბარი თამაში იყო და ამიტომ, ჩემი გოლი ერთხმად აღვნიშნეთ. ორივე გოლი განსაკუთრებული იყო.


შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2014/2015 წლების გათამაშების ფინალი „ბარსელონასა" და „იუვენტუსს" შორის 6 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016