reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: მოვუწოდებ ბატონ ბიძინას, შემოიკრიბოს ახალგაზრდა, პატიოსანი, გაუსვრელი კადრები და დააკომპლექტოს ახალი პარტია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:02
პრეს-დაიჯესტი
ნიკოლოზ მჟავანაძე: მოვუწოდებ ბატონ ბიძინას, შემოიკრიბოს ახალგაზრდა, პატიოსანი, გაუსვრელი კადრები და დააკომპლექტოს ახალი პარტია!
ავტორი:
02 ივნისი, 2015. 18:29


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მოსახლეობასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს სიფხიზლისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სასახლეში ნაცების, ნაცების სატელიტებისა და სააკაშვილის ჯიბის ბიზნესმენების მონაწილეობით საგანგებო შტაბი ყალიბდება!

 

- ბატონო ნიკოლოზ, აშკარაა, რომ იმ დროს, როცა ნაცებს პარტია თავზე ენგრევათ, ხოლო ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პულსი აღარ ესინჯება, პრეზიდენტ მარგველაშვილის ავლაბრის რეზიდენცია „საინტერესო" ხალხს მასპინძლობს... რას იტყვით?

 

- გეთანხმებით, რომ მარგველაშვილის სასახლე ნაცებისა და მათი სატელიტი ბიზნესმენების, პარტიებისა თუ არასამთვრობო ორგანიზაციების თავშეყრის ცენტრად იქცა. ეს ყველაფერი ემსახურება გიორგი მარგველაშვილის რეალურ ლიდერად ქცევას და არაფორმალური კოალიციის ჩამოყალიბებას. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მარგველაშვილის სასახლის კარი უკვე დიდი ხანია, აატალახა სააკაშვილის ჯიბის ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც მარგველაშვილს „ურჩევს" და აქეზებს, რომ იტვირთოს კოალიციის ლიდერობა. პარასკევს, 29 მაისს, სწორედ ამას ემსახურებოდა ხაზარაძის სტუმრობა მარგველაშვილთან, როცა „თბილისი ბანკის" მეპატრონე პრეზიდენტს ფადი ასლისთან ერთად ეახლა. მოგეხსენებათ, ფადი ასლიმ უკვე კარგა ხანია, პოლიტიკური განცხადებების კეთება დაიწყო და ის საქართველოს ხელისუფლებას ბოლო დროს მწვავედ აკრიტიკებს, რაც შეურაცხმყოფელი და აუტანელია. ფადი ასლის სააკაშვილის დროს ენა ჰქონდა ჩაგდებული და ხმას არ იღებდა, ახლა, როგორც ვხედავთ, ენა ამოიდგა! მე რა მაკვირვებს, იცი? ამ ბანკირების და, განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის უსინდისობა და უტიფრობა! რომ გაიძახიან, საქართველოში სამუშაო ადგილები არ იქმნებაო, სამუშაო ადგილები როგორ შეიქმნება და რა ბიზნესი უნდა დაიწყოს ადამიანმა, საბანკო 40-50 პროცენტის პირობებში? ამათ დაბალი პროცენტით შემოაქვთ უცხოეთიდან ფული და სამჯერ და ოთხჯერ უმატებენ პროცენტს. გარდა ამისა, ბანკები და, მათ შორის, ხაზარაძე, აარსებენ სამშენებლო და ფარმაცევტულ კომპანიებს, ქმნიან მონოპოლიებს. თუ ასე შესტკივათ გული ამ მამაცხონებულებს ხალხსა და ქვეყანაზე, დაუწიონ საბანკო პროცენტებს, მაგრამ არა, ამათ ღორმუცელობას საშველი არ დაადგა!

 

- ე.ი. თქვენ იმას ამბობთ, რომ მარგველაშვილის სასახლე იქცა სააკაშვილის ფაქტობრივ შტაბად?


- ზუსტად ეგრეა! ყველა განაწყენებული - კოჟორიძით დაწყებული, ეკა გიგაურით დამთავრებული, თავს იყრის მარგველაშვილის გარშემო და მათ ზურგს უმაგრებენ სააკაშვილის ჯიბის ბიზნესმენები - ხაზარაძე, ფადი ასლი და ა.შ.


- ბატონო ნიკოლოზ, ნაცებიდან გამოქცეული ხაჩიძე, მელაძე, კუბლაშვილი და ჯაფარიძე სად წავლენ?


- ესენიც მარგველაშვილის გარშემო დაირაზმებიან... რაკი ნაცებმა ახალი ლიდერი ვერ დააპიარეს, ხოლო სააკაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის, სააკაშვილისა და მარგველაშვილის ერთობლივი შეთანხმებით მოიფიქრეს ასეთი სქემა - ლიდერად უნდა გაიხადონ მარგველაშვილი, რომელიც ჩაიბამს ნაცებსა და ნაცების სატელიტებს! კაცმა რომ თქვას, მარგველაშვილისთვის აქ უცხო არაფერი იქნება, რადგან კაცი ისედაც გაიძახის ლევან რამიშვილი ჩემი მეგობარიაო! ამით ყველაფერია ნათქვამი...


-  რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რა მისია შეიძლება დაეკისროს შექმნილი ვითარების განსამუხტავად?

 

- ბატონმა ბიძინამ, დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში, მაინც ყველაფერი უნდა გააკეთოს ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოსაყალიბებლად. ბიძინა ივანიშვილს უღალატეს მარგველაშვილმაც „ქართულ ოცნებაში" მყოფმა სუბიექტებმაც და იმათაც, რომელთა იმედიც ჰქონდა. უსინდისობაა იმ არასამთავრობოთა ხემძღვანელების ბოლოდროინდელი გამოსვლები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან. თუმცა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან არ უნდა წავიდეს, ტელევიზიით არ უნდა გამოვიდეს და არ უნდა დაიმალოს ტყეში. ვაცხადებ კატეგორიულად: ეს სამარცხვინო ხალხი, ეს ე.წ. არასამთავრობოები არიან სააკაშვილის სატელიტები და სააკაშვილის რეჟიმი ისე დალპა და აქოთდა, ხმა არ ამოუღიათ! ივანიშვილს ჩასჩიჩინებენ, პოზიციას ნუ აფიქსირებო! კაცმა თავისი ტელევიზია დახურა, თავისი ნებით წავიდა და რა უნდათ ამ კაცისგან? ვეკითხები სოროსის ფონდის წარმომადგენელს - ხუციშვილს, სააკაშვილის რეჟიმის დროს ხალხი რომ იხვრიტებოდა და იხოცებდა, ერთი თეთრი მაინც რატომ არ გაიღეთ? სააკშვილმა სადაც კი რამე გახსნა და ლენტი გაჭრა, ბიძინა ივანიშვილის ფულით იყო გაკეთებული ყველაფერი! ჩემი ინფორმაციით, ახლა რომ პოლიციის მანქანები ჩამოჰყავთ, ესეც მაგის ფულით კეთდება და მეტი რა გააკეთოს ამ კაცმა?! სამი სამება აშენდებოდა, იმდენი ფული მოჰპარეს და შეუჭამეს სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობისას; რესპუბლიკური საავადმყოფოს რემონტს აპირებდა და არ დაანებეს... კი, ბატონო, გულდაწყვეტილი შეიძლება, მეც ვიყო, რადგან მარგველაშვილში შეცდა, ეროვნულობისგან დაცლილი ურეიტინგო რესპუბლიკელები მოგვიყვანა ხელისუფლებაში და ბევრი ნაფტალინში ჩადებული პოლიტიური ლეში გაგვიცოცხლა, მაგრამ ხალხს ისევ მაგის იმედი აქვს.


- რას ურჩევთ ივანიშვილს?

 

- მოვუწოდებ ბატონ ბიძინას, შეცვალოს გუნდი, გარშემო შემოიკრიბოს ახალგაზრდა , პატიოსანი, გაუსვრელი კადრები და დააკომპლექტოს ახალი პარტია! რაც შეეხება მიშას სატელიტ „არასამთავრობოებს", ამ ნამუსგარეცხილებს უფლება არ აქვთ, ივანიშვილს საქართველოში ცხოვრება აუკრძალონ! ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, სააკაშვილი ყველას ციხეში დაგვალპობდა და გადაგვივლიდა, როგორც ბევრს გადაუარეს. ეკა გიგაურები და ძმანი მისნი მაშინ, იმ ავადსახსენებელ დროს, როცა ჩვენ 7 ნოემბერს გვარბევდნენ, ვანო მერაბიშვილისგან კაპიტნის ჩინს იღებდნენ. ეტყობა, ახლა ჩინების მომატება უნდათ და ამიტომაც ატეხეს წივილი.

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016