reportiori.ge - ზეპ ბლატერი ფიფა-ს რიგგარეშე კონგრესს მოიწვევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 10:21
სპორტი
ზეპ ბლატერი ფიფა-ს რიგგარეშე კონგრესს მოიწვევს
03 ივნისი, 2015. 10:54


ფიფა-ს მე-5 ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა პოსტი დატოვა. 79 წლის ჩინოვნიკმა ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განცხადებაც გაავრცელა.


„მრავალი წელი მჭიდროდ ვიყავი დაკავშირებული ფიფა-სთან და სპორტის ამ ბრწყინვალე სახეობასთან. ფიფა ყველაფერზე მეტად მიყვარს და მინდა, მისთვის და ფეხბურთისთვის მხოლოდ საუკეთესო გავაკეთო. ამიტომაც გადავწყვიტე, ისევ წამომეყენებინა პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო.

 

მივიღე ნდობის ახალი მანდატი, მაგრამ საფეხბურთო სამყაროში მას ყველა არ უჭერს მხარს. ლაპარაკია კლუბებზე, ფეხბურთელებზე და . . მოკლედ იმაზე, რაც ფეხბურთს აცოცხლებს და აღმაფრენას აძლევს.

 

ამიტომაც მოვიწვევ კონგრესს, სადაც დავტოვებ პოსტს და იქ ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. მე დავრჩები პრეზიდენტად ახალ არჩევნებამდე. გეგმის მიხედვით შემდეგი კონგრესი 2016 წლის მაისში მექსიკაში გაიმართება, მაგრამ ამდენის მოცდა არ შეგვიძლია. ამიტომაც, ვთხოვ ფიფა-ს აღმასრულებელ კომიტეტს, რაც შეიძლება სწრაფად მოიწვიოს რიგგარეშე კონგრესი", - აცხადებს ბლატერი.


შექმნილ სიტუაციაში ფიფა-ს პრეზიდენტად არჩევის ყველაზე დიდი შანსი მიშელ პლატინის აქვს, რომელმაც უკვე მოუწონა ბლატერს მიღებული გადაწყვეტილება. ისე კი, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ჯერჯერობით ალი ბინ ალ-ჰუსეინმა დაადასტურა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016