reportiori.ge - ბაქოს „ინტერის“ გაწვრთნას კვლავ ქართველებს სთავაზობენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:02
სპორტი
ბაქოს „ინტერის“ გაწვრთნას კვლავ ქართველებს სთავაზობენ
03 ივნისი, 2015. 15:09


როგორც მოგეხსენებათ, ბაქოს „ინტერი" დატოვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და კლუბის ხელმძღვანელობა მისი შემცვლელის ძიებაშია.


აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას, კლუბის პრეზიდენტმა გეორგი ნიკოლოვმა აღნიშნული თანამდებობის დაკავება კვლავ ქართველებს შესთავაზა. ამჯერად წინადადებით ზაურ სვანაძესა და გიორგი ჩიხრაძეს მიმართეს. პირველი „ინტერში" ცხადაძის ასისტენტი იყო, ხოლო მეორე ზაქათალის „სიმურგს" თავკაცობდა.


ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სვანაძე, ჩიხრაძე კი, უკვე გარკვეულია, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდში ცხადაძის თანაშემწედ იმუშავებს.


გეორგი ნიკოლოვის თქმით, თუ ქართველი სპეციალისტებისგან უარს მიიღებს, ანალოგიური წინადადებით აზერბაიჯანელ სპეციალისტს მიმართავს, თუმცა სახელი და გვარი ჯერჯერობით არ ხმაურდება.


მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის პირველობაზე „ინტერმა" მეორე ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა, გუნდში ფინანსური კრიზისია, რის გამოც, ბაქოს „ინტერის" ღირსების დამცველმა ქართველმა ლეგიონერებმა კლუბი ცხადაძესთან ერთად დატოვეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016