reportiori.ge - „მზარდი საქართველო“ „ქროშეიზს“ დაუპირისპირდება - რაგბი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:06
სპორტი
„მზარდი საქართველო“ „ქროშეიზს“ დაუპირისპირდება - რაგბი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
03 ივნისი, 2015. 16:12


დღეს, 3 ივნისს, 19:00 საათზე, რუსთავის სარაგბო სტადიონზე „მზარდი საქართველოს" ნაკრები და უელსური „ქროშეიზი" ორმატჩიანი სერიის პირველ დაპირისპირებას გამართავენ. ჩვენი მეტოქე უელსის ჩემპიონატის ნაკრებს წარმოადგენს. გუშინ რუსთავის სარაგბო სტადიონზე გუნდებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს.


დღევანდელი შეხვედრის არბიტრი უელსელი ნილ ჯეიმს ჰენესი იქნება, რომელმაც ამა წლის 14 მარტს, თბილისში, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის შერკინებაში იმსაჯა.


„ამ თამაშისთვის მზადებაში ხელი გაურკვევლობამ შეგვიშალა. უელსიდან გვაცნობეს, რომ მათ 21-წლამდელთა ნაკრებით ჩვენს 21-წლამდელების გუნდით უნდა გვეთამაშა და ჩვენს მოთამაშეთა შერჩევა ამის გათვალისწინებით დავიწყეთ. ბირთვი ის გუნდი უნდა ყოფილიყო, რომელმაც პორტუგალიაში „ალაფაზე" ითამაშა და მეც ლისაბონში მიმავლინეს. მერე აღმოჩნდა, რომ უელსი კაცთა გუნდით ჩამოდიოდა, რაც პორტუგალიაში შევიტყვეთ და სელექციაშიც ცვლილება განხორციელდა, მაგრამ გუნდის მოსამზადებლად დრო ძალიან ცოტა დაგვრჩა.

 

მართალია, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დავიმატეთ, მაგრამ მაინც ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომლის საშუალო ასაკიც 23 წელიწადია. არიან ეროვნული გუნდის მოთამაშეებიც, მაგალითად გივი ბერიშვილი და ჯაბა ბრეგვაძე, რომელმაც რეაბილიტაცია დაასრულა და ახლა ჩვენთან ითამაშებს. შემადგენლობის შერჩევისას გარკვეული ცვლილებების განხორციელება მოგვიხდა, რაც ტრავმებითაა გამოწვეული. გარდა ამისა, ეროვნული გუნდის ზოგიერთ კანდიდატს დასვენების საშუალება მივეცით.

 

ვუერთდებით გაერო-ს გენერალური მდივნის კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და ჩვენი თამაშიც ამას მიეძღვნება. ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და მითუმეტეს ძალადობა ქალთა წინააღმდეგ. ჩვენი ვალია, რომ არ ვიყოთ გულგრილები ასეთი მოვლენების მიმართ. ამ ყველაფერთან რაგბის ფასეულობები პირდაპირ კავშირშია და თაობები ისე უნდა აღვზარდოთ, რომ მსგავსი აქციების გამართვა საჭირო აღარ გახდეს", - განაცხადა „მზარდი საქართველოს" ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.


„ეს გუნდი იმავე პრინციპით დაკომპლექტდა, რომელი გუნდის წინააღმდეგაც თქვენ უელსში ითამაშეთ, მაგრამ ამჯერად სულ სხვა შემადგენლობა ჩამოვიყვანეთ. ჩვენთან თამაშობენ უელსის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები და საქართველოშიც უძლიერესი რაზმით ჩამოვედით.

 

ჩვენ წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით და თამაშებს ვმართავთ. საქართველოში წამოსვლამდე უელსის 20-წლამდელთა ნაკრებს ვეთამაშეთ, რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადებოდა.

 

საქართველოს შესახებ ბევრი ინფორმაცია გვაქვს. ვნახეთ ეროვნული და „მზარდი საქართველოს" ნაკრების თამაშები, ასევე, დავაკვირდით თქვენი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებს „მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე". ვიცით, რომ ძლიერი შერკინება გყავთ და შემადგენლობაც ამის გათვალისწინებით შევარჩიეთ", - აღნიშნა „ქროშეიზის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი თონქინმა პრესკონფერენციაზე.


„მზარდი საქართველოს" ნაკრები: 15. ლევან გოგოლაშვილი („ყოჩები"), 14. ირაკლი გეგენავა („ყოჩები"), 13. გიორგი ფრუიძე („აია"), 12. გიორგი ტალახაძე („ლელო"), 11. იოსებ კიკვაძე („აია"), 10. მამუკა ნინიძე („ჯიქი"), 9. ვაჟა ხუციშვილი („ხარები"). 1. არჩილ ბეჟიაშვილი („ლოკომოტივი"), 2. ჯაბა ბრეგვაძე („ყოჩები"), 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი („ორიაკი"), 4. ნოდარ ჭეიშვილი („ლა სეინი"), 5. სანდრო ქოიავა („ლელო"), 6. გივი ბერიშვილი („ლელო"), 7. დაჩი კოპაძე („ლელო"), 8. ვახტანგ მირიანაშვილი („არმაზი").


16. გიორგი თედორაძე („თიბიესი"), 17. ირაკლი მირცხულავა („ტარბი"), 18. ზურაბ ჯულაყიძე („ლელო"), 19. გურამ შენგელია („ჯიქი"), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე („კარკერენი"), 21. სანდრო მინდიაშვილი („ლელო"), 22. რეზო ჯინჭველაშვილი („აია"), 23. ირაკლი სვანიძე („ჯიქი"), 24. დავით პაპავაძე („ჯიქი").



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016