reportiori.ge - „დორტმუნდმა“ ტუხელი ოფიციალურად წარადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:45
სპორტი
„დორტმუნდმა“ ტუხელი ოფიციალურად წარადგინა
03 ივნისი, 2015. 18:04


დორტმუნდის „ბორუსიამ" გუნდის მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე თომას ტუხელი წარადგინა.  დიდი ხანია ცნობილია, რომ დორტმუნდიდან წასულ იურგენ კლოპს „მაინცის" 41 წლის ტუხელი შეცვლიდა, დღეს კი კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებს წარუდგინა.


„თომასი, ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ლოგიკური არჩევანი იყო. მას მკაფიო იდეები აქვს, თუ როგორ უნდა ითამაშოს გუნდმა ბურთით და მის გარეშე", - განაცხადა დორტმუნდელთა სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.


„ბორუსიას" ჩაბარებით ძალიან ბედნიერი ვარ. ყოველთვის მინდოდა, დიდი ტრადიციების მქონე გუნდი გამეწვრთნა. ვიცი, რომ შემიძლია ამ კლუბს ვენდო. შეთანხმების დროს ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. იურგენ კლოპმა აქ 7 დაუჯერებლად წარმატებული სეზონი გაატარა. ახლა, ჩვენ შევეცდებით ,ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ და გუნდი ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ. იურგენმა შესანიშნავი მემკვიდრეობა დატოვა. ვალდებულნი ვართ, ეს გამოვიყენოთ", - ამბობს თომას ტუხელი.

 

შეგახსენებთ, ტუხელი „მაინცს" სამი სეზონის განმავლობაში წვრთნიდა, მანამდე კი „აუსბურგს" ერთი წლის განმავლობაში ედგა სათავეში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016