reportiori.ge - „უმადურობა უჯიშობის არის ნიშანი...“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:56
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
„უმადურობა უჯიშობის არის ნიშანი...“
ავტორი:
04 ივნისი, 2015. 02:53



უმადურობა ადამიანის ერთ-ერთი, რბილად რომ ვთქვათ, უარყოფითი თვისებაა. თუმცა ხშირად ადამიანი თავად ვერც ამჩნევს, რომ უმადურობას იჩენს, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა. ახლა ვნახოთ, რა მოგვიტანა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმა.


არავინ მოელოდა, რომ ასეთ ღარიბ ქვეყანაში შესაძლებელი იქნებოდა ჯანდაცვის რეფორმის ასე სწრაფად განხორციელება. ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის შედეგად საქართველოში სიკვდილიანობა შემცირდა, რასაც თითქმის ყველა აღნიშნავს. სამაგიეროდ, ზოგიერთმა დაივიწყა ის დრო, როდესაც უფულოდ ექიმსაც ვერც ესალმებოდნენ. ხომ არის უმადურობა? ან C ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობა მსოფლიოს რამდენ ქვეყანაშია, ხომ არ დაგვითვლია? ან რა ჯდება ამ დაავადების მკურნალობა? მაგრამ ზოგიერთს არ უნდა კარგის დანახვა და მორჩა, არაფერი კეთდებაო და ზოგიერთი თუთიყუშივით იმეორებს.


პროდუქტზე ფასები იზრდებაო, ჩივიან. რატომ და რა ძვირდება, არაფერს ამბობენ. ადგილობრივი პროდუქცია არათუ იმატებს, იკლებს კიდეც. ამის გასარკვევად გაიარეთ, ბატონო, ბაზარში და დარწმუნდებით. ხორცი იმაზე იაფია, ვიდრე „ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში. დიახ, გარკვეული პროდუქცია ძვირდება, ოღონდ ისინი იმპორტულია.


ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობას მიიჩნევდა და მიიჩნევს, ამიტომაც მოიხნა საქართველოში მიწები. ახლა გავიაროთ თბილისის ქუჩებში და ვნახოთ, რამდენი ადამიანი, რომელიც სოფლად უნდა მუშაობდეს, უსაქმოდ დაყიალობს, ან უკეთეს შემხთვევაში, ბაზრობაზე დგას. ვინ შექმნის პროდუქციას მათ მაგივრად, ისევ ბიძინა ივანიშვილი ხომ არა? ან მისი ბრალია ჩვენი სიზარმაცე?


ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ააცილა კიდევ ერთი ძმათა ომი, რაც ადვილი შესაძლებელია, მომხდარიყო. სამაგიეროდ, „ნაცმოძრაობელებმა" ახლა ენები გაიტლიკეს და შანსს არ უშვებენ ხელიდან მის საძაგებლად. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,  მათ მხარი სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც აუბეს, თუნდაც იგივე „თავისუფალმა დემოკრატებმა", „ლეიბორისტებმა" თუ სხვებმა და სხვებმა. ზოგს ფული უნდოდა, ზოგს - თანამდებობა, ზოგს ორივე მისცა, მაგრამ... აი, ეს არის უმადურობის გამოვლინება.


კრიტიკა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის აუცილებელია. მხედველობაში გვაქვს ჯანსაღი კრიტიკა და არა ლანძღვა. სამწუხარო ის არის, რომ მხოლოდ უსაფუძვლო საუბრები გვესმის, გამოსავალს და ჭკვიანურ აზრს იშვიათად გაიგონებს ადამიანი. პრესა-ტელევიზიებმა ხომ მთლად აურია თავგზა მოსახლეობას. თუმცა ჩვენს ზოგიერთ კოლეგას დაავიწყდა ის ზეწოლა და დიქტატი, რომელსაც „ნაცმოძრაობის" დროს განვიცდიდით. ესეც უმადურობაა.


რაც ყველაზე სამწუხაროა, უმადურობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ მის მიერ ხელდასხმულმა პრეზიდენტმაც გამოიჩინა. საერთოდაც, საინტერესოა, რა საჭიროა ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობა, რა ფუნქცია აკისრია, გაუგებარია. ერთი, რაც აშკარად ჩანს, დღეს პრეზიდენტი ინგლისის დედოფალივით გვყავს.


ნუ ვიქნებით, ბატონებო, უმადურები. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ - კარგს კარგი და ცუდს - ცუდი. უშეცდომო ადამიანი არ არის ქვეყანაზე, მაგრამ შეცდომაზე უნდა მივუთითოთ და უსაფუძვლოდ არ უნდა ვილანძღებოდეთ, თორემ უმადურობა კარგს არაფერს მოგვიტანს.


„უმადურობა უჯიშობის არის ნიშანი", - თქვა ერთმა პოეტმა.


კი მაგრამ, ჩვენ, ქართველებს, ჯიშიან ერად რომ მოგვაქვს თავი, საიდან შემოგვეპარა ეს სამარცხვინო ბაცილა?

 

 

 

გია ბურდული

გაზეთი „საერთო გაზეთი"



 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016