reportiori.ge - ჯოკოვიჩმა ნადალს დაბადების დღე „მიულოცა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:43
სპორტი
ჯოკოვიჩმა ნადალს დაბადების დღე „მიულოცა“
04 ივნისი, 2015. 11:39


გუშინ „როლან გაროსის" მამაკაცთა ტურნირის ნაადრევად მონათლული ფინალი გაიმართა, სადაც მოლოდინები ისე არ გამართლდა, როგორც მოველოდით. „თიხის მეფემ" რაფაელ ნადალმა ვერაფერი დაუპირისპირა ჯოკოვიჩის ბრწყინვალე თამაშს და სამ სეტში თამაში პირწმინდად დათმო.


„როლან გაროსის" ეგიდით ჯოკოვიჩი და ნადალი მეშვიდედ თამაშობდნენ ამ ტურნირზე. რაფამ წინა ექვსი შეხვედრა ფავორიტის სტატუსით მოიგო, გუშინდელ შეხვედრაში კი ყველაფერი პირიქით იყო - სერბი იყო ფავორიტი და მანაც ეს სტატუსი თავიდან ბოლომდე გაამართლა.


იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სერბი ამ მატჩს უფრო ორგანიზებული და მომზადებული შეხვდა. ჯოკოვიჩი უფრო სწრაფად მოქმედებდა, ბურთს კუთხეებისკენ ურტყამდა და ნადალს სირბილს და დაცვითი თამაშის თამაშს აიძულებდა. პირველ სეტში ნოვაკმა თამაში 4:0 წაიყვანა, რაც თამაშის დასრულებას ნიშნავდა, თუმცა ნადალმა ქამბექის შესრულება შეძლო, ორი ბრეიკიც შეასრულა და ანგარიში საყაიმო გახადა. სერბი ესპანელის ასეთ ათამაშებას არ ელოდა, შეცდომებსაც უმატა, თითქოს დაღლაც დაეტყო, მაგრამ 5:5-დან მოყოლებული ჯოკოვიჩი ისევ ათამაშდა, საკუთარი მოწოდებული ბურთები კარგად აიღო, ექვსი სტეჩბოლიც მოიპოვა, ნადალმა ასეთ დაწოლას ვერ გაუძლო და სეტი 5:7 წააგო.


უკვე მეორე სეტიდან მოყოლებული ჯოკოვიჩი საკუთარ გეიმებს ძალიან იოლად იგებდა. ნადალს რაც შეეძლო აკეთებდა, სამი სეტბოლი მოიგერია, თუმცა ნოვაკმა მეოთხე ცდაზე საჭირო ქულები მოიპოვა და პირველად „რონალ გაროსის" ტურნირზე, ზედიზედ ორი პარტია დათმო ნადალმა.


მესამე სეტში ჯოკოვიჩი სრულად ფლობდა უპირატესობას, აკონტროლებდა თამაშს, უტევდა მაშინ, როცა გადაწყვეტდა, ერთი სიტყვით, ესპანელი მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა. ბოლოში რაფამ ბადესთან გასულმა ბურთი  არასწორი მიმართულებით გაგზავნა, ასევე ჰაერიდან იოლი დარტყმაც ააცილა და საკუთარი მოწოდებული ბურთიც წააგო.


ჯოკოვიჩი ისე თამაშობდა, ნადალი საკუთარი თავის იმედზე თუ იქნებოდა, ეს კი რთულად წარმოსადგენი იყო. ესპანელს ძალები არ ჰყოფნიდა, მეტოქეს ვერაფერს უპირისპირებდა, გრძნობდა, რომ განწირული იყო, საბოლოოდ - 7:5, 6:3, 6:1 ჯოკოვიჩმა იმარჯვა. ნადალმა მეორე მატჩი წააგო „როლან გაროსზე". პირველად ეს 2009 წელს რობინ სიოდერლინგთან მოხდა.


რაც შეეხება შეხვედრის სტატისტიკას, შეცდომების გრაფაში სრული თანაფარდობა (30-30), შთამბეჭდავი იყო ჯოკოვიჩის უპირატესობა „ვინერსებში" - 45:16. ნოვაკმა 18 ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და აქედან შვიდი გამოიყენა, ნადალმა - ხუთიდან ორი.


რაფაელ ნადალს ალბათ ყველაზე ცუდი დაბადების დღე ჰქონდა გუშინ. შეწყდა „როლან გაროსის" ცხრაგზის ჩემპიონის 39-მატჩიანი მოგებათა სერია საფრანგეთის ღია პირველობაზე. გარდა ამისა, ახალ რეიტინგში ნადალი 2005 წლის აპრილის შემდეგ პირველად შეიძლება აღმოჩნდეს ტოპ-ათეულის მიღმა.

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016