როგორც BBC იუწყება, ფიფა-ს აწ უკვე ყოფილი მაღალჩინოსანი ჩაკ ბლეიზერი ქრთამის აღების ფაქტს აღიარებს.
კონკაკაფის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან და სხვა მაღალჩინოსნებმა სამხრეთ აფრიკის მსოფლიო მუნდიალის ჩატარების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. ბლეიზერი ასევე 1998 წლის საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის სანაცვლოდ აღებულ ქრთამსაც აღიარებს.
შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პროკურატურამ ფიფა-ს 14 მაღალჩინოსანს გამოძალვას, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაში ოფიციალურად წაუყენა ბრალი. ამერიკის საგამოძიებო სტრუქტურები დაკავებულ პირებს, ბოლო 24 წლის განმავლობაში საერთო ჯამში 150 მილიონი დოლარის ქრთამის სახით აღებას ედავება. ბლეიზერის აღიარებითი ჩვენება 2013 წლის ნიუ-იორკის სასამართლო პროცესზეა მოსმენილი. 14 ჩინოვნიკიდან ნახევარი ციურიხში დააკავეს, დაკავებულებიდან ორი ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ბლეიზერი 1997-2013 წლებში ფიფა-ს აღმასრულებელ კომიტეტის რიგებში ირიცხებოდა. მანამდე კი იგი 1990-2011 წლებში კონკაკაფის, ჩრდილო და ცენტრალურ ამერიკის, აგრეთვე კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.
„დაახლოებით 2004 წლიდან დაწყებული 2011 წლის ჩათვლით, მე და ფიფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხვა წევრები დავთანხმდით ქრთამი აგვეღო, რომ სამრეთ აფრიკა მსოფლიოს 2010 წლის მასპინძელ ქვეყნად დასახელებულიყო. ასევე, ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებას 1996, 1998, 2000, 2002 და 2003 წლებში კონკაკაფის Golden Cup-ს ტელეტრანსლირების უფლებების გაცემისთვის დავთანხმდით", - იუწყება BBC ბლეიზერის აღიარებით ჩვენებას.
ბრალის წაყენების შემდეგ, ბლეიზერი გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა.
BBC ასევე ბრალდებული 14 მაღალჩინოსნის ფოტოს და მათ სტატუსს აქვეყნებს: