reportiori.ge - "სიყვარული გზად და ხიდად!"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:16
მთავარი თემა
"სიყვარული გზად და ხიდად!"
ავტორი:
04 ივნისი, 2015. 16:18

ჯემალ სეფიაშვილი:

შეუძლებელია, სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია და მღელვარება, ამ სიმღერაზე მუშაობის დროს რომ დამეუფლა. პაატა ნაცვლიშვილის მიერ ვეფხისტყაოსნიდან ასეთი რუდუნებით გამოკრებილმა სიტყვებმა თავისთავად  დაბადეს მელოდია, რომელიც ადამიანურ სათნოებათა სადიდებელ ჰიმნად იქცა. კარგად მესმის ის პასუხისმგებლობა, რაც ამ გენიალური სტრიქონების თანამედროვე მუსიკაში გადატანას ახლავს. ყოველგვარი ცრუ თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ეს სიმღერა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ჩემს შემოქმედებაში.


პაატა ნაცვლიშვილი:

კარგა ხანია მაწვალებდა ფიქრი, თუ რატომ არ არსებობდა სიმღერა შოთა რუსთაველის ტექსტზე. სხვადასხვა დროს ვეფხისტყაოსნიდან განსხვავებული ხასიათის სტრიქონები გამოვკრიბე კიდეც და სასიმღერო ლექსებად ვაქციე. ბოლოს მათგან ერთ-ერთი, აფორიზმებით გაჯერებული ტექსტი შევარჩიე და ჯემალ სეფიაშვილს გავუგზავნე ელექტრონული ფოსტით. ჯემალი იმ იშვიათ კომპოზიტორთაგანია, რომლებმაც კარგად იციან ლიტერატურული პირველწყაროს უპირატესობა და მნიშვნელობა სიმღერაში... მალე ტელეფონით დამირეკა, აღელვებას და აღფრთოვანებას ვერ ფარავდა. ეს რა სასწაული გამოგიგზავნიაო! სულ მალე კი, შინ მიმიპატიჟა, უნდა მოგასმენინოო. მოვისმინე, მაგრამ რა მოვისმინე! მელოდია, რომელიც ერთნაირად იპყრობს მსმენელის გულსაც და გონებასაც, თითქოს რუსთაველის თითოეულ სიტყვას ეფერება და ეთაყვანება. თანაც ეს მხოლოდ სულ მცირედი იყო სიმღერის საბოლოო სახისა, როგორადაც ჯემალს იგი წარმოედგინა - სამი სოლისტით, დიდი ორკესტრითა და ვეება შერეული გუნდით. როგორ შეიძლება, სიამაყით არ აღივსო იმის გამო, რომ ერთგვარი შუაკაცი აღმოვჩნდი შოთა რუსთაველსა და ჯემალ სეფიაშვილს შორის, რომელმაც, მჯერა, კიდევ ერთი შედევრით გაამდიდრა როგორც საკუთარი, ისე მთლიანად ქართული სასიმღერო შემოქმედება.

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016