reportiori.ge - კვირას, 7 ივნისს, 16 საათზე, თეატრისა და კინოს მუზეუმში იხსნება მსახიობ ზეინაბ ბოცვაძის ბარელიეფი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:58
კულტურა
კვირას, 7 ივნისს, 16 საათზე, თეატრისა და კინოს მუზეუმში იხსნება მსახიობ ზეინაბ ბოცვაძის ბარელიეფი
05 ივნისი, 2015. 10:17


 


ზეინაბ ბოცვაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი 1981 წლიდან. დაიბადა 1944 წლის 13 აგვისტოს თბილისში, ზემელზე, ადლერის ქუჩაზე, რომელიც დღეს, მისი გარდაცვალების შემდეგ, 20 წელია მის სახელს ატარებს. ზეინაბ ბოცვაძე იყო ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული მსახიობი ქალი და მიეკუთვნება იმ მსახიობთა რიცხვს, ვინც ეკრანსა და სცენაზე საკუთარი გმირი შემოიყვანეს.


საკმარისია, ზეინაბ ბოცვაძემ თუნდაც წამიერად გაიელვოს ეკრანზე, მისი გმირი აუცილებლად მეხსიერებაში დაგრჩებათ, იმდენად ბუნებრივად და სახასიათოდ თამაშობს. ალბათ ამიტომაც არის, რომ რა როლიც არ უნდა შეესრულებინა - მთავარი თუ მეორეხარისხოვანი, თავისი ნიჭის წყალობით ეს როლები ფილმის მსვლელობის დროს წინა პლანზე ჩნდებოდნენ. ზეინაბ ბოცვაძე 33-წლოვანი შემოქმედებითი პერიოდის განმავლობაში სულ 22 ფილმშია გადაღებული. მისი ბოლო კინოროლი გახლდათ 1994 წელს გუგული მგელაძის ფილმში „ჩაკლული სული". მიუხედავად იმისა, რომ მისი თეატრალური კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც ბევრი სხვა ნიჭიერი და გამორჩეული მსახიობისა და როგორც თვით მას სურდა, კინოში დაუვიწყარი სახეები შეექმნა: „ჩქარი მატარებელი", „განძი", „პალიასტომი", „ბატონი ავანტიურისტები", „კედელი", „იავნანა", „მიმინო", „ნერგები" და სხვა. თუმცა, მისი კარიერის გვირგვინი გახლდათ თენგიზ აბულაძის „მონანიება", სადაც ქეთევან ბარათელის როლი ზეინაბმა განსაკუთრებული ტალანტით წარმოადგინა. ზეინაბ ბოცვაძე 1994 წლის 6 ივლისს გარდაიცვალა და მისი ბარელიეფის გახსნა თეატრისა და კინოს მუზეუმში მისი ნიჭისა და შემოქმედების კიდევ ერთი აღიარებაა.


ამ წერილს კი ზეინაბ ბოცვაძის სიტყვებით დავამთავრებთ, სადაც კარგად ჩანს მსახიობის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი: „ყოველი კარგი როლი საინტერესო და სასურველია განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი ქალის ფუნქციას, მისი სოციალური დანიშნულების მატარებელია და ქალის სულიერ სამყაროს გამოხატავს".



 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016