reportiori.ge - nika.ru და ყურებიანი ქუდი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 20:58
პრეს-დაიჯესტი
nika.ru და ყურებიანი ქუდი
ავტორი:
05 ივნისი, 2015. 10:43


გაივლის დრო და მოხუცებულთა თავშესაფარში სანიტრების იმედად დატოვებული ნიკა რურუა ბევრჯერ გაიხსენებს, როგორ შეეცადა კლანჭების გამოჩენას, მაგრამ ეს ძალიან უკბილოდ გამოუვიდა.

 


კაცო... როცა წერთ, რომ ფიროსმანის არსენალის მთა ღამით ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, არსენალის მთა ღამით ჩასვით ბრჭყალებში, აი, ასე: არსენალის მთა ღამით"... თორემ სულ მგონია, რომ ეს სხვა ნახატია, უბრალოდ არსენალის მთა" ქვია და ბიძინა ივანიშვილმა ღამით იყიდა", - დაწერა ერთმა ჩემმა მეგობარმა სოციალურ ქსელში და მთელ ამ ამბავში მხოლოდ ეს იყო გაუგებრობა - ბრჭყალები და უბრჭყალობა. საერთოდაც, ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაუგებრობები ბრჭყალებს, კლანჭებს და კბილებს ახლავს. ანაც - უბრჭყალობას, უკლანჭობას და უკბილობას.



რურუა მეფე რომ ყოფილიყო, ვიტყოდით, რომ მეფე შიშველია, მაგრამ რურუა არც მეფეა და არც - „კაროლი", არც „დამა" და არც - „ვალეტი", არც „ათიანი", „ცხრიანი" და „შვიდიანი". რურუა სადღაც „ხუთიანსა" და „ექვსიანს" შორის გაიჭედა. „ხუთიანი" აღარ არის, მაგრამ არც იმის ჩიტია, „ექვსიანი" რომ იყოს.



რურუა არის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და გრიგოლ ვაშაძისა და მოძრაობა „ივერიას" მოქმედი სახე. როგორც აღმოჩნდა - უკბილო სახე. სხვათა შორის, მეწყინა: გრიგოლ ვაშაძეზეც, მამუკა გამყრელიძეზეც და იმ ორგანიზაციაში მყოფ სხვა ადამიანებზეც უფრო მაღალი წარმოდგენისა ვარ და ახლაც დარწმუნებული ვარ, ისინი ასეთ სისულელეს არ იტყოდნენ.



„იმისათვის, რომ ფიროსმანი მსოფლიომ კარგად გაიცნოს, საჭიროა, რომ ძალიან ცნობილ მუზეუმებს ჰქონდეს მისი ტილოები. ანუ, იმაზე იყო სამუშაო, რომ რომელიმე დიდ მუზეუმს ეყიდა ეს ნახატი და ამით ფიროსმანის ცნობადობა და ფასი აწეულიყო. ეს კი სასწრაფოდ უკან დააბრუნეს, ვითომც ეს საუკეთესო ნაბიჯი იყო, რაც ასე სულაც არაა. მაგრამ, რახან ასე მოხდა, მაშინ ივანიშვილმა გადასცეს სახელმწიფო მუზეუმს და დასაჯერებელი იქნება მისი ეს „ყიდვა" - თუ მართლა ასეთი სანტა-კლაუსია, მაშინ გადასცემს მუზეუმს და საკითხიც ამოიწურება. თუ ასე არ ქნა - მაშინ ის საკუთარ ამპლუაშია. ანუ, აფერისტობს". - რურუას ეს სიტყვები მთელმა სოციალურმა ქსელმა და მედიამ ერთბაშად აიტაცა და მაგრადაც იხალისა.



ვაღიარებ, რომ მეც ვიხალისე და თან ვიხალისე მანამ, სანამ ეს საყოველთაო ხალისი ატყდებოდა. მაშინ, როდესაც ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატის „სამშობლოში დასაბრუნებლად" საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დაანონსდა - ჩვენთან ახლოს იყოს, ყოველ ცისმარე დღეს მოვინახულებთ და მოვესიყვარულებითო. მინდა გითხრათ, რომ არ ვარ ფიროსმანის დიდი თაყვანისმცემელი, რაც გემოვნების საქმეა. სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს ქართული ცეკვა და აი, ახლა მეც მინდა დავაანონსო შექმნა საზოგადოებისა, რომლის ფინანსური, ინტელექტუალური და თუ საჭირო გახდა, ფიზიკური ძალისხმევითაც „სუხიშვილები", „რუსთავები" და „ერისიონები" კონცერტებს გამართავენ მხოლოდ საქართველოში და არსად - სხვაგან.



ისე გამოვიდა, რომ რურუას ვეთანხმები, მაგრამ არც ეგრეა საქმე. ეგ სად იყო, მე რომ მაგას ვამბობდი და სად იყო ეგ, ნიაზ დიასამიძე ფიროსმანის „სარეპატრიაციოდ" საერთო-სახალხო მოძრაობას რომ იწყებდა? ანაც, სად არის ახლა  თავად ნიაზ დიასამიძე, როცა მისი მთელი ცხოვრების თუ არა, ბოლო რამდენიმე კვირის სანუკვარი ოცნება ახდა?



დიასამიძე დუმს.



სად არის რურუა ახლა, როდესაც ფიროსმანის ტილო სახელმწიფო მუზეუმის საკუთრება გახდა?



რურუა დუმს.



კრავთა დუმილი თუ ნაცთა მდუმარე მძვინვარება? აი, სად ითხოვს არსი ბრჭყალებს: „კრავთა" დუმილი.



დუმილი ოქროა, მაგრამ მაშინაც ხომ დუმან, როცა სათქმელი არაფერია? საკუთარი ფულით ვისაც რა უნდა, როცა უნდა და როგორც უნდა, იყიდოს ის, რაც იყიდება და აჩუქოს იმას, ვისთვისაც ემეტება.



აი, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა „არსენალის მთა ღამით" და აჩუქა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს და რა კარგია, რომ 1956, 1957 თუ რომელიღაც წელს მოკომუნისტო ფრანგ პოეტს ქართველმა კომუნისტებმა აჩუქეს ის, რაც აჩუქეს, თორემ ამ ხუთი-ექვსი წლის წინ იმასაც გავიგებდით, როგორ იჩუქა მიხეილ სააკაშვილმა ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით"" და როგორ აჩუქა... დანარჩენი უკვე წარმოსახვის ამბავია - როგორ აჩუქა პირად მდივანს, პირად დეპუტატს, პირად მინისტრს, პირად მძღოლს თუ პირადი ბიძის პირად უფროსობას.



P.S. კურდღელი ყოველ დღე სცემს მგელს - ყურებიანი ქუდი რატომ არ გახურავსო? მგელმა ლომთან იჩივლა. დაიბარა ლომმა კურდღელი და უსაყვედურა - ყურებიანი ქუდი რა პონტია, თუ ცემა გინდა, სხვა რამეზე აუშარდი, მაგალითად, სიგარეტზე მოკიდება სთხოვე, თუ ასანთით მოგიკიდებს, წამოარტყი, რატომ სანთებელით არ მომიკიდე, თუ სანთებელით მოგიკიდებს, ერთი კარგად მოსცხე, რატომ ასანთით არ მომიკიდეო.

 


მეორე დღეს ხვდებიან ერთმანეთს მგელი და კურდღელი. გააძრო კურდღელმა სიგარეტი, მგელმა ერთი ხელით ასანთი შეაგება, მეორე ხელით - სანთებელა. კურდღელმა - , ყურებიანი ქუდი რატომ არ გახურავსო?!

 


შარზე იყო ყურცქვიტა...

 

 

 

 

 

 

წყარო: kvirispalitra.ge, პროვოკატორის ბლოგი


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016