reportiori.ge - გედევან ფოფხაძე: ძალიან იოლია ფასების გაზრდა, თუ საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებ. შემცირება გაცილებით რთულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 02:03
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე: ძალიან იოლია ფასების გაზრდა, თუ საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებ. შემცირება გაცილებით რთულია
ავტორი: ანა ნოდია
06 ივნისი, 2015. 16:30


„წინასაარჩევნოდ ტარიფების დაწევაზე საუბრობდით, თუმცა, რეალურად გადასახადები არ შემცირებულა..." - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურისტი გედევან ფოფხაძე „რეპორტიორის" ამ შეკითხვას ამგვარად პასუხობს:

 

„კომუნალური გადასახადების თემა რთული საკითხია, ეს მარტო სახელმწიფოს რეგულაციაში არ არის. რეალურად კომუნალურ მომსახურებას ახორციელებენ კერძო მეწარმეები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო სუბიექტები. მათ შეუძლიათ, სამართლებრივად დაიცვან ის განაკვეთები, რომელიც უკვე დადგენილია მარეგულირებელი კომპანიის მიერ. გარკვეული მონოპოლია კომუნალურ გადასახადებზე არსებობს და ამას ჩვენ ვერ გავაუქმებთ, რადგან არის ერთი კომპანია, რომელიც აწვდის ელექტროენერგიას მოსახლეობას. სწორედ ამიტომ არის საჭირო ტარიფის დადგენის პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობა. ვალუტის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით, იმას მაინც ვახერხებთ, რომ კომუნალური გადასახადების ფასმა არ აიწიოს და ეს დავარეგულიროთ. ჩვენ კარგად გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობა" როგორ ზრდიდა ფასებს. ძალიან იოლია ფასის გაზრდა, თუ საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებ და გინდა, უფრო მეტი წაართვა მოსახლეობას. შემცირება გაცილებით რთულია, რადგან პირდაპირ ეჯახები კომერციულ სტრუქტურებს", - აცხადებს ფოფხაძე.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016