"რეპორტიორის" ინფორმაციით კოალიცია „ქართული ოცნება" ახალ სახეებს ეძებს. ამ საკითხზე „რეპორტიორს" დავით ბერძენიშვილი პასუხობს:
„კოალიციაში შემავალი თითოეული პარტია, ალბათ, ზრუნავს ამაზე. რესპუბლიკურ პარტიაშიც იქნებიან სამომავლოდ დიდი გამოცდილების მქონე ახალი სახეები. ბუნებრივი პროცესია, თუ იქაც მიმდინარეობს გადახალისება. შეიძლება, ეს განიხილებოდეს სამომავლო საპარლამენტო არჩევნების პროცესში, რომელი პარტია რა დოზით დააპირებს საკუთარი შემადგენლობის განახლებას. ვფიქრობ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" არ დარჩება მისი დამფუძნებლის მხრიდან უყურადღებოდ. შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არ არის, მაგრამ არის მის საზოგადოებრივ ფლანგზე, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ ტელევიზიაში, ვიხილოთ ახალ გუნდში. თუმცა, ამის თაობაზე კონსულტაციები ჩვენთან არ მიმდინარეობს. ისევე, როგორც „რესპუბლიკელები" არავისთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს, ჩვენს პარტიაში რა სიახლეები შეიძლება იყოს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.