reportiori.ge - „როლან გაროსის“ ფინალი: შაფაროვა თუ უილიამსი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:32
სპორტი
„როლან გაროსის“ ფინალი: შაფაროვა თუ უილიამსი?
05 ივნისი, 2015. 12:54


ამერიკელს საიუბილეო „დიდი სლემის" მე-20 ტიტულამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. თავისი შეხვედრა სერენამ გუშინ გამართა და უკვე მეოთხედ წაგებულის პირველი სეტის შემდეგ, მაინც შეძლო და მატჩი მოიგო.


ტიმეა ბაშჩინსკის მიერ პირველი სეტის მოგება, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ  მოულოდნელობა არ ყოფილა. შვეიცარიელი გათამაშების ნამდვილი აღმოჩენაა. პირველ პარტიაში ტიმეამ, მეტოქეზე მეტი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, თუმცა მეტოქეზე ნაკლები შედეგიანობით გამოიყენა - სერენამ 8-დან 5, ხოლო ბაშჩინსკიმ 10-დან მხოლოდ ორი გარდასახა ქულაში.


მეორე პარტიაში ბაშჩინსკიმ პირველი ბრეიკი გააკეთა და ანგარიში 3:2 წაიყვანა. ამერიკელი იმავე სიტუაციაში იყო, როგორშიც აზარენკასთან შეხვედრის დროს, თუმცა აქაც შეძლო მან „ქამბექის" გაკეთება და 2:3-დან ზედიზედ 10 გეიმი მოიგო - 4:6, 6:3, 6:0.


ფინალში სერენა ჩეხ ლუსი შაფაროვას დაუპირისპირდება, რომელიც თავის მხრივ „დიდი სლემის" ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველად იასპარეზებს. შაფაროვა ივანოვიჩს ხვდებოდა, რომელიც ამერიკელის მსგავსად რთულ სიტუაციაში იყო და მასაც თამაშის შემოტრიალება მოუწია.


ივანოვიჩმა შესანიშნავად დაიწყო - პირველი პარტიის საწყისი სამი გეიმი 3:0 მოიგო. ერთი შეხედვით მოგებული პირველი პარტია მოჩანდა. 3:0-დან, ჯერ 4:1 იყო, მერე 5:3, მაგრამ აქაც ვიხილეთ ჩამორჩენილის ფანტასტიური თამაში და გაქცევა. წარმოიდგინეთ, შაფაროვამ ცხრა გეიმიდან 8 მოიგო და ანგარიშში - 7:5, 3:1 დაწინაურდა. ამის შემდეგ ივანოვიჩი თითქოს გონს მოეგო და მატჩში გარდატეხის შეტანა თითქოს შეძლო, მაგრამ მთელი ნაწვალევი წყალს გააყოლა, როცა 11-ე  გეიმში საკუთარი მოწოდება წააგო. ჩეხმა საჩუქარი ხელიდან არ გაუშვა და კარიერის ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა - 7:5, 7:5.


რაც შეეხება ფინალური მატჩის მონაწილეების ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკას, სერენა უილიამსს რვიდან რვა შეხვედრა აქვს მოგებული შაფაროვასთვის.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016