reportiori.ge - სტერლინგმა „იუნაიტედს“ მწვანე შუქი აუნთო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:54
სპორტი
სტერლინგმა „იუნაიტედს“ მწვანე შუქი აუნთო
05 ივნისი, 2015. 15:30


The Guardian-ის ცნობით „ლივერპულის" ვინგერი, რაჰიმ სტერლინგი მზადა „მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშუროს.


შეგახსენებთ, სტერლინგმა უარყო ახალი კონტრაქტის შემოთავაზება, რომელიც კვირაში 100 ათასს ფუნტს შეადგენდა და საჯაროდ გამოაცხადა, რომ სურს, კლუბი დატოვოს. „წითელი ეშმაკების" თავკაცი ლუი ვან გაალი დიდი ფანატია 20 წლის ინგლისელი ტალანტის. ჰოლანდიელი მწვრთნელი მოხარული იქნებოდა, თუ მას საკუთარი გუნდის შეტევის ხაზში იხილავდა.


მდგომარეობას ართულებს „იუნაიტედსა" და „ლივერპულს" შორის ტრადიციულად დაძაბული ურთიერთობა. ბოლოს მერსესაიდული კლუბიდან „ოლდ ტრაფორდზე", 1938 წელს გადავიდა ალენბი ჩილტონი, მას შემდეგ ტრანსფერი არ შემდგარა.


მანჩესტერელებს რამდენიმე ათეული მილიონის შეთავაზება მოუწევთ და თუ ოფიციალური შეთავაზება გააკეთეს, ეს უკვე ბრძოლაში ჩართვა იქნება. ფეხბურთელით ამავდროულად, „მანჩესტერ სიტი" და „რეალი" ინტერესდებიან.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016