reportiori.ge - „ლელომ“ 2014/2015 წლების საფეხბურთო სეზონის ლაურეატები დააჯილდოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:50
სპორტი
„ლელომ“ 2014/2015 წლების საფეხბურთო სეზონის ლაურეატები დააჯილდოვა
05 ივნისი, 2015. 17:07


საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2014/2015 წლების გათამაშება დასრულდა და ყოველწლიური ნომინანტების წარდგენაც გაიმართა. „ლელომ" ყოველწლიური დაჯილდოება ამჯერად კომპანია „ლიდერბეტთან" ერთად ჩაატარა.


საუკეთესო მწვრთნელად გორის „დილას" თავკაცი უჩა სოსიაშვილი დასახელდა, მეორე ადგილი შოთა ჭეიშვილმა („დინამო" ბათუმი) დაიკავა, ხოლო მესამე - კახა კაჭარავამ („ცხინვალი").

 

საუკეთესო მეკარედ ბათუმელთა დარაჯი მიხეილ ალავიძე მოგვევლინა, მეორე ადგილს თეიმურაზ კაკალაძე („შუქურა") დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილს - გიორგი დანირაძე („ცხინვალი").

 

საუკეთესო მცველის ნომინაციში თბილისის „დინამოს" ცენტრალურმა მცველმა ლაშა თოთაძემ იმარჯვა, მას ერთი საფეხურით ბორის მახარაძე („დინამო" ბათუმი) ჩამორჩა, ხოლო მესამეზე ალან ბაგაევი („დილა") გავიდა.


საუკეთესო ნახევარმცველად „ლელომ" „დილას" შუახაზელი ნიკა კვეკვესკირი დაასახელა, მეორე ადგილი მის თანაგუნდელ გუგა ფალავანდიშვილს ერგო, ხოლო მესამე ადგილი მათე ცინცაძეს („დინამო" თბილისი) ხვდა წილად.


საუკეთესო თავდამსხმელად „დილას" გოლიადორი ირაკლი მოდებაძე დასახელდა, მესამე ადგილი გიორგი პაპუნაშვილმა („დინამო" თბილისი) დაიკავა, ხოლო მესამე ადგილს ნიკა კაჭარავა („ცხინვალი") დასჯერდა.


გიორგი პაპუნაშვილს ამჯერად საუკეთესო ახალგაზრდა (21-წლამდე) ფეხბურთელის წოდება ერგო. აღნიშნულ ნომინაციაში საპრიზო ადგილებზე მხოლოდ თბილისის „დინამოს" ფეხბურთელები მოხვდნენ. მეორე ადგილი მათე ცინცაძეს ერგო, ხოლო მესამე - ოთარ კიტეიშვილს.


ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტად გიორგი ჩელებაძე („შუქურა") მოგვევლინა, მეორე ადგილი გიორგი ერისთვს („დილა") ხვდა წილად, ხოლო მესამე - ბიძინა მახარობლიძეს („ცხინვალი).

 

სეზონის აღმოჩენა:

 

1) გუგა ფალავანდიშვილი („დილა")


2) ნიკა კაჭარავა („ცხინვალი")


3) ლაშა შინდაგორიძე („ცხინვალი")


საუკეთესო ლეგიონერი:

 

1) ლუის ალბერტო („სიონი")


2) ადრიან პუკანიჩი („შუქურა")


3) ალან ბაგაევი („დილა")


საფეხბურთო დინასტიები:

 

1) კახა კაჭარავა, ნიკა კაჭარავა („ცხინვალი")


2) რევაზ ჩელებაძე, გიორგი ჩელებაძე („შუქურა")


3) ვარლამ კილასონია, გიორგი კილასონია („მეტალურგი")


დაბრუნება:

 

1) შოთა ჭეიშვილი („დინამო" ბათუმი)


2) ალექსანდრე იაშვილი („სამტრედია")


„ლელომ" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „დილას" ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე დაასახელა. აღნიშნულ ნომინაციაში მეორე ადგილი თბილისის „დინამოს" ახალგაზრდა ვარსკვლავ გიორგი პაპუნაშვილს ერგო, ხოლო მესამე ადგილი - მიხეილ ალავიძეს („დინამო" ბათუმი).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016