reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე სასამართლოსთან სასულიერო პირებს სოლიდარობას უცხადებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:31
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე სასამართლოსთან სასულიერო პირებს სოლიდარობას უცხადებს
ავტორი:
23 ივლისი, 2013. 13:04

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი პროცესს არ დაესწრება, რათა ეს ქმედება სასამართლოზე ზეწოლად არ ჩაეთვალოს, თუმცა სოლიდარობას უცხადებს სასულიერო პირებს. ამასთან, ნინო ბურჯანაძისთვის მიუღებელია ის, რომ ეკლესიის მსახურთა მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაშინ როდესაც, მკვლელები გარეთ დადიან.

„გაოცებული ვარ იმით, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნებიდან 10 თვის თავზე, კვლავ კუბლაშვილის სასამართლოში ვართ და გავხდით მოწმენი, ბოკერიასა და "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციის გამო, ეკლესიის მსახურთა გასამართლების. "ნაციონალური მოძრაობა" და მათი წარმომადგენლები არიან ის ადამიანები, ვინც ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აუპატიურებდნენ. უსამართლობაა, როდესაც მკვლელები და ამ სისტემის შემქნელები გარეთ თავისუფლად დადიან. სოლიდარობას ვუცხადებ სასულიერო პირებს, რომლებიც, შესაძლოა, 17 მაისს ზედმეტად ემოციურები იყვნენ, მაგრამ მათი მხრიდან ცემა-ტყეპა და იმის მეასედიც კი არ ყოფილა, რაც 26 მაისს მოხდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016