reportiori.ge - დავით ბერძენიშვილი: ყველამ იცის, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა - პირველ რიგში რესპუბლიკურ პარტიას ვთავაზობ პარტნიორობასო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 01:46
პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: ყველამ იცის, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა - პირველ რიგში რესპუბლიკურ პარტიას ვთავაზობ პარტნიორობასო
ავტორი: ანა ნოდია
05 ივნისი, 2015. 18:02


რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი პასუხობს იმ ბრალდებებს, სადაც საუბარია, რატომ აღმოჩნდა თავსხმოხვეული 2%-იანი პარტია ხელისუფლების სათავეებში. ბერძენიშვილი ამბობს, რომ მათ აქვთ იდეა და რესურსი, ჰქონდეთ მეტი პასუხისმგებლობა, გასწიონ რისკი და გაჩნდეს შანსი:

 

„ყველაზე ცუდი შედეგი რაც გვქონდა, იყო 4%, მაშინ, როცა, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა გვერჩოდა. პარტიის ყველაზე პოპულარული ფიგურა დათო უსუფაშვილი მუდმივად არის ლიდერებში, მუდმივად არის თინა ხიდაშელი ლიდერებში, ძალიან კარგია ჩემი, ლევან ბერძენიშვილის, ვახტანგ ხმალაძის რეიტინგი. გარდა ამისა, ამ პარტიას 90-იან წლებში ჰქონია ძალიან კარგი შედეგები. 22-კაციანი ფრაქციაც გვქონია. გვქონდა ძალიან მძიმე პერიოდებიც, გაქრობის პირას რომ ვიყავით. მაგრამ ჩვენ გვქონდა იდეა. ეს პარტია გადარჩა იმით, რომ ჰყავდა იდეის მატარებელი ხალხი. როცა განსაკუთრებით გაუჭირდა პარტიას, მათ მიატოვეს კომფორტული, აკადემიური, არასამთავრობო სფეროები და დაუბრუნდნენ პარტიას. ასე დაბრუნდა 2005 წელს დათო უსუფაშვილი და გახდა თავმჯდომარე. ასე წამოვიყვანეთ ხათუნა სამნიძე. ასე გადაწყვიტა თავის დროზე ხიდაშელმა და ისიც არასამთავრობო სექტორიდან დაუბრუნდა პარტიას.

 

 

ჩვენ გვაქვს რესურსი. რატომ არის ჩვენზე მოთხოვნილება? იმიტომ, რომ მეტი პასუხისმგებლობა ავიღეთ. ძალიან კომფორტულად ვიყავით პარლამენტში. გიგლაც და თინაც ძალიან მაგარი კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ. არავითარი საფუძველი და საფრთხე იმისა, რომ მომავალ არჩევნებზე კოალიციის შემადგენლობაში რესპუბლიკელებს რამე საფრთხე ემუქრებათ, ჩვენ არ გვქონია.

 

არ ვიღებდით პასუხისმგებლობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ვიღებდით წარმატებულ სფეროებზე - ევროინტეგრაციასა და აგრარულზე. ვიქნებოდით კომფორტულად. ჩვენი ეს ნაბიჯი - პარტიის ორი მნიშვნელოვანი ფიგურა მივავლინეთ ხელისუფლებაში, ძალიან სარისკო პოზიციებზე, ეს არის მეტი რისკი, მეტი პასუხისმგებლობა და მეტი შანსიც. ყველამ იცის, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა - პირველ რიგში რესპუბლიკურ პარტიას ვთავაზობ პარტნიორობასო. ამ სიტყვებით თქვა. ვფიქრობ, ის სწორი აღმოჩნდა. დღეს ვართ მისი დაფუძნებული კოალიციის მნიშვნელოვანი პარტნიორები", - ამბობს დავით ბერძენიშვილი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016