reportiori.ge - მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი და დაფლეთილი ბადეები - კიევის „დინამომ“ თასი მოიპოვა! (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:30
სპორტი
მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი და დაფლეთილი ბადეები - კიევის „დინამომ“ თასი მოიპოვა! (ვიდეო)
06 ივნისი, 2015. 00:18


 

გუშინ, 4 ივნისს, უკრაინის თასის ფინალში კიევის „დინამო" დონეცკის „შახტარს" დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ვერც ძირითად დროში იხილა გატანილი გოლი და ვერც დამატებით ტაიმებში. შედეგად, ფეხბურთელები 11-მეტრიანის ნიშნულთან პენალტების დასარტყმელად გაეშურნენ.


პენალტების სერია საოცრად დრამატული გამოდგა. კიეველებმა პირველი სამი ცდიდან მხოლოდ ერთის რეალიზება შეძლეს, ხოლო სრნას, ადრიანოსა და კოსტას დარტყმები ზუსტი გამოდგა. ამის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა და დედაქალაქელთა მორიგ ზუსტად შესრულებულ სამ პენალტს, დონეცკელებმა მხოლოდ ერთი გატანილი დაუპირისპირეს.


„დინამოელებმა" მეშვიდე პენალტის გატანაც მოახერხეს, რის შემდეგაც „შახტარის" ბანაკიდან ბურთთან ოლექსანდ გლადკი მივიდა. ამ უკანასკნელმა პენალტის გოლად ქცევა ვერ მოახერხა და უკრაინის თასს კიევის „დინამო" დაეუფლა.


გამარჯვების შემდეგ, „დინამოელთა" ტრიბუნა პიროტექნიკის ალში გაეხვა, რასაც მალე მოედანზე გულშემატკივართა დიდი ნაკადის შეჭრა მოჰყვა. კიეველებმა კარებებიც კი ჩამოანგრიეს და სამახსოვროდ შინ ბადის ნაფლეთები წაიღეს.









 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016