reportiori.ge - გია კორკოტაშვილი: სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხებაა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 21:03
პრეს-დაიჯესტი
გია კორკოტაშვილი: სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხებაა!
ავტორი:
06 ივნისი, 2015. 15:43


- მე, გია კორკოტაშვილს, და ჩემს გარშემო მყოფ ხალხს, ვისაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ცემა და გინება არ დაგვკლებია, ერთი აზრი გვაქვს - ბიძინას გუნდი ვერ თამაშობს ისე, როგორც საჭიროა, - აცხადებს „ქართული მისიის" დამფუძნებელი გია კორკოტაშვილი და არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება:


- დღეს რომ ჩატარდეს  გამოკითხვა, ზუსტად ვიცი, ქართული მოსახლეობის 30 პროცენტი ევროპას დაუჭერს მხარს, 3 პროცენტი - ამერიკასა და ოდნავ მეტი - 40 პროცენტი რუსეთს. NATO-ს რომ გავიძახით, ამ NATO-ში ცოცხალი თავით არ გვიღებენ. გაიხსენეთ ისტორია - ცხვირწინ რამდენჯერ მოგვიჯახუნეს კარი. ჩემო ძვირფასო მკითხველო, უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ ევროპელს ან ამერიკელს რომ ჰკითხოთ, სად არის საქართველო, ფიქრს დაიწყებენ, თავს მოიფხანენ და შეიძლება, ამერიკის ერთ-ერთ შტატზეც მიგვითითონ.


ბევრი ამბობს, რა გაგიკეთა რუსეთმაო... მესმის, საქართველო ბევრჯერ არაფრად ჩააგდო, ანექსიაც მოახდინა, მაგრამ იქვე გავიხსენოთ მისი თანადგომაც. იმ ადამიანს ვერ ვცემ პატივს, რომელიც ამბობს, ერეკლე მეფე არასწორად მოიქცა, როცა გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმაო. ერეკლეზე წინდახედული, სტრატეგიულად მოაზროვნე და დიდი მამულიშვილი არც მაშინ გვყოლია და არც დღეს გვყავს.

 

- შესაძლოა, ამ სიტყვებისთვის კიდევ ერთხელ დაიმსახუროთ რუსეთუმეს იარლიყი...

 

- რუსეთთან აუცილებლად უნდა ვიყო ახლოს. თუ ეს რუსეთუმეობაა, კი ბატონო! კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთი ჩვენი მეზობელია. მისი ბაზარი გვჭირდება, ბოლოს და ბოლოს, იმიტომ უნდა დავალაგოთ მასთან ურთიერთობა, რომ არ შემოქანდეს და დაგვიპყროს. სიმართლეს თვალებში შეხედეთ, ხალხნო, კაციშვილი პატრონი არ გვყავს! ნუ გგონიათ, NATO-ს ქუდს თუ დავიხურავთ, ყველა პრობლემა მოიხსნება, პირიქით, შესაძლოა, საქართველო რუსეთსა და შტატებს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის ასპარეზი გახდეს. ქართველები განადგურდებიან, თორემ, ამერიკა და რუსეთი ბოლოს, მაინც შერიგდებიან. ნუთუ უკრაინის მაგალითი საკმარისი არ არის?! ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა თქვეს - დათვის სუნთქვა გვესმისო. გერმანია და საფრანგეთი, რომელიც მთელ ევროპას ტონს აძლევს, რუსეთს დათვად თვლის, ჩვენ კიდევ წარბაწეული ვიჯგიმებით...

 

- ამასობაში მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა...

 

- ეს არის ქართველი ხალხისთვის სულში ჩაფურთხება. მნიშვნელობა არ აქვს, ვინც გინდა იყოს. კაცი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების მიერ იძებნება და შენ მას გუბერნატორად  ნიშნავ, ე.ი. იმ ერს დასცინი...


- თქვენი აზრით, ნაციონალები დაიშალნენ თუ გაიშალნენ?

 

- ნაცებიდან გადმობარგებულ თითოეულ წევრს ოპერაცია ივა კუზანოვმაც რომ გაუკეთოს, მათ პოლიტიკურ კარიერას  ვეღარაფერი გააკეთილშობილებს. თუმცა, ეს ხელისუფლებას მოდუნების უფლებას არ აძლევს. მუდმივად უნდა იყვნენ თვალებდაჭყეტილნი. იქ, სადაც მეტასტაზია წასული, დაავადების წარმოქმნის ახალი კერა მუდმივად არსებობს.


- ჩვენს ბოლო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეთ. მოჰყვა თუ არა რეაგირება თქვენს თხოვნას?

 

- მინდა, „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან მოისმინოს საზოგადოებამ - ამ ადამიანებთან ჩემი მიმართვები დავამთავრე! „ქართული მისია" თავის გასაკეთებელს ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებს! ვის უფრო მეტად უყვარს საქართველო, ამას ჩვენს მიერ განვლილი გზა დაგვანახვებს! „ქართული მისია" არ საუბრობს ჩასაფრებულის ოპოზიციიდან, გადავწყვიტეთ, ნაკლები ვილაპარაკოთ და მეტი საქმე გავაკეთოთ. პირადად ვიღებთ სხვადასხვა აქციაში მონაწილეობას, მაგრამ, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ხალხის სამსახურში გვერდით არ დაგვიდგება, მაგათაც გადავუკვეთავთ გზას. „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან ვპირდები ყველას - არავის დანდობა არ იქნება! ჩემი ქვეყანა ავადაა, ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, თუ ამას ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებს, სხვა გზები გამოიძებნება!


მკითხეთ - თუ მოჰყვა თქვენს მიმართვას გამოხმაურებაო, მეტსაც გეტყვით, 26 მაისის ღონისძიებაზეც არ ვყოფილვარ მიწვეული. ირაკლი ღარიბაშვილს გარემოცვაში ისეთი ადამიანები ჰყავს, რომლებიც ჩემს მიმართ უარყოფითად არიან განწყობილნი. ერთ-ერთი მათგანი ნინო კობახიძეა. ამ ქალბატონს არ ვიცნობ, მაგრამ ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს არჩევნების დროს საზოგადოების ნაწილის მიერ წამოყენებული ჩემი კანდიდატურა დაბლოკა.


შე კაი დედმამიშვილო, ხომ შეიძლება მოსაწვევი გამოაგზავნო და ის ჩემი ათწლიანი ბრძოლა დააფასო?! ჩემს თავზე არ ვამბობ, ჩემი მეგობრის ნიკუშა კვინტრაძის ოჯახი მაინც მოიკითხეთ, რომელიც 26 მაისს მკვდარი იპოვეს... ვურჩევდი ირაკლის, თავის რჩეულებსაც ნუ დაეყრდნობა ბოლომდე. მართლა გულით მინდა, ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად დაასრულოს კარიერა.


- პირდაპირ გკითხავთ, უნდა გამოვიდეს თუ არა გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილის მიერ აშენებული რეზიდენციიდან?

 

- კაცი სიტყვას თუ იტყვი, უნდა შეასრულო! მე გიორგის სიტყვა მოსმენილი მაქვს - სააკაშვილის აშენებულ რეზიდენციაში არ ვიცხოვრებო. მის ადგილზე რომ ვიყო, გამოვიდოდი. ქვეყნის პრეზიდენტი რომ სიტყვას გატეხავს, გულსატკენია.


მეგობრულად ვეტყოდი გიორგი მარგველაშვილს, - კი ხარ პრეზიდენტი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, მაგრამ კაცური სიტყვა არ დაგავიწყდეს!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016