„ნაციონალური მოძრაობა" იმ საჯარო პირების სიას აქვეყნებს, რომლებიც ზუგდიდში პრაიმერის ჩაშლას ცდილობდნენ.
,,ჩვენ მოვიპოვეთ ვიდეომასალა, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ზუგდიდის თეატრთან შეკრებილი ადამიანების მობილიზებას - რომლებმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და დელეგატებს ქვები და ბოთლები დაუშინეს , სხვადასხვა სახლელმწიფო უწყებაში დასაქმებული ,,ქართული ოცნების," აქტივისტები ახდენდნენ.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლება პირდაპირ დაკავებულია, როგორმე ჩაშალოს სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესი: ირაკლი ქოჩუა - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, დევნილთა სამმართველოს უფროსი, კობა ქანთარია - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი, დავით სორდია - საქართველოს ფოსტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსი, კოტე გურგულიანი - მუზეუმების გაერთიანების უფროსი.(დაჯარიმდა ასი ლარით), მურთაზ წურწუმია - სოფელ ორულუს გამგებელი, ზაზა ჯანჯღავა - სოფელ ცაიშის გამგებელი, მარინა სამელია - სოფელ ცაიშის გამგებლის მოადგილე, გოჩა შენგელია - სოფელ შამგონის გამგებელი, რაინდი უბილავა - სოფელ ოქტომბრის გამგეობის თანამშრომელი, დალი ბუკია - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მთავარი სპეციალისტი, ლევან ფაჟავა - ქალაქ ზუგდიდის, გამგეობის სპეციალისტი, ლალი ანთია - მთავარი ორგანიზატორი. მისი შვილი გურგენ სართანია,რომელიც ზუგდიდის გამგებლის მოადგილეა", -აცხადებენ ,,ნაციონალურ მოძრაობაში".