reportiori.ge - ჯოკოვიჩის აუხდენელი ოცნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:58
სპორტი
ჯოკოვიჩის აუხდენელი ოცნება
08 ივნისი, 2015. 11:51


ნოვაკ ჯოკოვიჩს „როლან გაროსზე" ფინალურ მატჩში, უკვე სამი წაგება დაუგროვდა. სერბმა „დიდი სლემის" შეგროვება კვლავ მომავლისთვის გადადო.


არადა, სეზონის დასაწყისი ნოვაკისთვის მართლა იმედის მომცემი იყო. ჯერ იყო და, საფრანგეთის ღია პირველობის დაწყებამდე ორი მასტერი მოიგო, გუშინდელ ფინალამდე კი 29-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა და თანაც მეოთხედფინალში „გრუნტის მეფე" - რაფაელ ნადალი გამოთიშა ასპარეზობას. სერბი არც მალავდა, რომ მისი 2015 წლის მთავარი მიზანი „როლან გაროსის" მოგება იყო, ამისთვის კი მას შვეიცარიელი სტან ვარვინკას დამარცხება მართებდა.


ამ ორი ჩოგანის დაპირისპირებაში სტატისტიკა ჯოკოვიჩის სასარგებლოდ იყო - 19 მოგება 3 მოგების წინააღმდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯოკოვიჩის ტრიუმფს წინასწარმეტყველებდა გუშინ უმრავლესობა, მაგრამ არ ითვალისწინებდნენ ვარვინკას ბრწყინვალე სათამაშო ფორმას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფედერერთან გამარჯვებული ისე დარჩა, რომ საკუთარი გეიმი არ დაუთმია. 2014-ში კი მან ავსტრალიის ღია პირველობაზე „დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირი მოიგო კარიერაში, მოკლედ, თუ გავითვალისწინებთ ამ ყველაფერს, ფინალში შვეიცარიელი განწირული სულაც არ იყო, პირიქით...


ახლა რაც შეეხება შეხვედრას, ვარვინკამ გუშინდელი ფინალი მძიმედ დაიწყო. ნოლამ ძალიან დამაჯერებლად დაიწყო. პირველ სეტში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გააკეთებინა, თავად კი უკვე მეშვიდე გეიმში შეასრულა ბრეიკი და პარტიის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. შეხვედრის მეორე სეტში ჯოკომ ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ მეტოქის მოწოდება ვერ აიღო და პარტიაში ერთადერთი ბრეიკის შესრულების შანსი დაკარგა.


ვარვინკამ ამის მერე თამაშს უმატა, თავის გათამაშებულ გეიმებში სერბს შანსს არ უტოვებდა. ნოლამ მომდევნო სამ გეიმში ოთხი ბრეიკ-პოინტი შეასრულა, მაგრამ მნიშვნელოვან ქულებს არ ანიავებდა.


ზუსტად მეათე გეიმში, ვარვინკამ ისევ მოიპოვა ორმაგი ბრეიკ-პოინტი, თუმცა ჯოკოვიჩმა შეძლო და მეხუთედ გადაარჩინა საკუთარი გეიმი. აი, მეექვსე ცდაზე სტენმა მაინც შეძლო და აიღო მეტოქის მოწოდება და სეტი - 6:4 მოიგო.


ამის შემდეგ მატჩი ვარვინკას სრული დომინირებით გაგრძელდა. მესამე სეტის მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სამი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. მეექვსე გეიმს კი 4:2 იგებდა. ნოლას ერთადერთი ბრეიკი ჰქონდა სეტში, მაგრამ შვეიცარიელმა უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და ეს სეტიც მოიგო - 6:3.


3:3-დან მოყოლებული, ბოლო ოთხ გეიმში ორივე ჩოგბურთელს ბრეიკის შესრულების ბევრი შანსი ჰქონდა. მეშვიდე გეიმში ვავრინკამ ორი ასეთი შანსი ვერ გამოიყენა. ჯოკოვიჩმა ბოლომდე იბრძოლა. მეათე გეიმში პირველი მატჩბოლიდან არ დაანება მატჩი სტენს და უფრო მეტიც, ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვარვინკამ მოიგერია საფრთხე და შემდეგ მეორე მატჩბოლიდან მოიგო შეხვედრა - 6:4.



შვეიცარიელმა „როლან გაროსი" კარიერაში პირველად მოიგო, ხოლო ერთეულთა თანრიგში მეათე ტიტული აღმართა.


 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016