სპორტი
ალეიშ ვიდალი - „ბარსელონას“ პირველი შენაძენი
ავტორი: გიორგი ჩიქობავა
08 ივნისი, 2015. 13:33
„ბარსელონამ" და „სევილიამ" 25 წლის კატალონიელი მარჯვენა მცველის ალეიშ ვიდალის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. ანდალუსიელთა ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„სევილიის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ვიდალი „ბარსელონაში" სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და მისი პრეზენტაციაც დღეს გაიმართება.
გასულ სეზონში მან 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ვიდალს კატალონიაში დანი ალვეშის შემცვლელად განიხილავენ. მისი ტრანსფერი 10 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ბანის გამო, „ბარსელონას" ახალ ფეხბურთელებს კატალონიური გუნდის მაისურით თამაში 2016 წლის იანვრამდე არ შეუძლიათ.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19