reportiori.ge - „კავალერიამ“ სერიაში გაათანაბრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:56
სპორტი
„კავალერიამ“ სერიაში გაათანაბრა
08 ივნისი, 2015. 14:36


დღეს თბილისის დროით გამთენიისას, საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალის მეორე შეხვედრა გაიმართა. „გოლდენ სტეიტმა" საკუთარ დარბაზში „კლივლენდ კავალიერსი" მიიღო და 93:95 დამარცხდა.


შეხვედრა დაძაბული და თანაბარი გამოდგა. პირველი პერიოდი ფრედ - 20:20 დასრულდა, არც მეორე პერიოდში მოუპოვებია, რომელიმე გუნდს უპირატესობა. მატჩის დასრულებამდე 7 წამიღა იყო დარჩენილი, როცა ოკლენდელთა ლიდერმა - სტეფ კარიმ 2-ქულიანი მოათავსა კალათაში და ანგარიში - 87:87 გახადა. დარჩენილ მცირე დროში ლებრონმა ბურთი მოიპოვა, სამწამიანშიც შეიჭრა, თუმცა მისი გაშვებული ბურთი კალათას აცდა და გუნდები 5-წუთიან ოვერტაიმში გავიდნენ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ზუსტად მეორდებოდა პირველი შეხვედრის მსგავსად აქაც ყველაფერი, თუმცა განსხვავება ის იყო, რომ „კავალერია" უფრო მობილიზებული ჩანდა. „ოქროს შტატელებისთვის" უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო შამპერტმა და გუნდებს შორის სხვაობა 93:92 გახადა. ოვერტაიმის დასრულებამდე 20 წამით ადრე „მეფემ" კვლავ ფარქვეშიდან სცადა 2 ქულის აღებდა, თუმცა იქ დრაიმონდ გრინი დახვდა, რომელმაც ჯეიმსს დააფარა. ბურთი მეთიუ დელავედოვას ჩაუვარდა, რომლის წინააღმდეგაც თამაშის წესები დაარღვიეს. მეთიუმ 2-დან ორი საჯარიმო სროლა გამოიყენა და გუნდი 1 ქულით წინ გაიყვანა. შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე კარიმ 2-ქულიანი ისროლა, თუმცა ბურთი კალათამ არ მიიღო და ჯეიმსის ხელში აღმოჩნდა. ოკლენდელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, ლებრონმა 2 სროლიდან ერთი ჯარიმა ჩააგდო და საბოლოოდ „კავალერიამ" - 92:95 იმარჯვა.


„კლივლენდში" ლებრონ ჯეიმსი გამოირჩა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 39 ქულა, 16 მოხსნა, 11 პასი. „გოლდენ სტეიტს" კლეი ტომპსონი 34 ქულით ულიდერა.


სერიაში ანგარიში 1:1 გახდა. მესამე შეხვედრა „კლივლენდის" დარბაზში 10 ივნისს გაიმართება.


„გოლდენ სტეიტ უორიორსი" - „კლივლენდ კავალიერსი" 93:95 (20:20, 25:27, 14:15, 28:25 ო.ტ. 6:8)

 

„გოლდენ სტეიტი": ტომპსონი (34 ქ. 5 მ.) კარი (19 ქ. 6 მ. 5 პ.), ბარნსი (11 ქ. 6 მ.), გრინი (10 ქ. 10 მ.), იგუადალა (7 ქ. 6 მ.), ბარბოსა (5 ქ.), ლივინგსტონი (3 ქ.), ეზელი (2 ქ.), ბოგუტი (2 ქ. 10 მ.)


„კლივლენდი": ჯეიმსი (39 ქ. 16 მ. 11 პ.), მოზგოვი (17 ქ. 11 მ.), სმიტი (13 ქ.), დელავედოვა (9 ქ.), ჯონსი (8 ქ.), შამპერტი (7 ქ.), ტომპსონი (2 ქ. 14 მ.)


 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016