reportiori.ge - „დიდი გარიგება“ შედგა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:34
სპორტი
„დიდი გარიგება“ შედგა!
08 ივნისი, 2015. 14:50


„ისტორიული დღე" - სწორედ ასე ასათაურებს იტალიური გაზეთი Gazzetta dello sport 6 ივნისის ნომერს. საქმე იმაშია, რომ „მილანის" აქციების 48%-ი ტაილანდელმა ინვესტორმა ბი ტაეჩაუბოლიმ შეისყიდა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ბერლუსკონიმ და „Fininvest"-მა საკონტროლო პაკეტი შეინარჩუნეს, ხოლო ბი ტაეჩაუბოლიმ აქციების 48%-ის სანაცვლოდ 480 მილიონი ევრო გადაიხადა. შესაბამისად, კლუბის პრეზიდენტი „როსონერიზე" გავლენას კვლავაც შეინარჩუნებს.


ბი ტაეჩაუბოლს კიდევ მოუწევს თანხების გამოყოფა ტრანსფერებისთვის და როგორც არაოფიციალურად გაცხადდა, ახალი ფეხბურთელების შესაძენად „მილანის" მესვეურები ამ ზაფხულს 150 მილიონ ევროს დახარჯავენ. მოკლედ, „როსონერის" ისტორიაში ახალი ერა იწყება.


ახლა კი გუნდის მოქმედი პრეზიდენტის და კლუბის ახალი ინვესტორის კომენტარებს გავეცნოთ.


სილვიო ბერლუსკონი: „შვილებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ არასდროს გავყიდდი ორ რამეს: სახლს, სადაც გავიზარდე და „მილანს", რომელსაც ჩემი გული ეკუთვნის. ჩვენ ახალი პარტნიორი გვყავს, ახალი მეგობარი და შეიძლება ითქვას, მილანური ოჯახის წევრი, მაგრამ საკონტროლო პაკეტი პირადად ჩემს ოჯახს დარჩება და ასე იქნება ყოველთვის. რაც შეეხება მისტერ ბის, შესანიშნავი ადამიანია და ჩვენ ერთად დავუბრუნებთ „მილანს" დიდებას".

 

ბი ტაეჩაუბოლი: „მე არასდროს მსურდა, რომ სილვიო ბერლუსკონი ჩამოშორებოდა „მილანს", რადგან ამ გუნდის წარმატებები სწორედ ამ ადამიანთან არის დაკავშირებული. მე არ მინდა კლუბის პრეზიდენტობა, მე მხოლოდ ინვესტორი ვარ, რომელიც არაფერს დაიშურებს, რომ „როსონერი" მწვერვალზე ავიდეს. „მილანი" უნდა იყოს იტალიური გუნდი, იტალიური სულით და ეს ასე იქნება. ადრიანო გალიანი მაშინაც ჩარხავდა კარგ ტრანსფერებს, როდესაც უფულოდ იყო და ამიერიდან, ბევრად მეტი რესურსი ექნება. არც ბარბარა ბერლუსკონის საწინააღმდეგო მაქვს რამე - ჩვენ ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებებს", - განაცხადა ტაილანდელმა ბიზმესმენმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016