reportiori.ge - რატომ იდო მაგიდაზე სამხედრო ქუდი, როცა ოდესაში სააკაშვილისაგან ინტერვიუს იღებდნენ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:57
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რატომ იდო მაგიდაზე სამხედრო ქუდი, როცა ოდესაში სააკაშვილისაგან ინტერვიუს იღებდნენ?
ავტორი:
08 ივნისი, 2015. 15:54



„რუსთავი-2"-მა სააკაშვილის ჩამოგუბერნატორებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, ნაცთფიურერს კიევში ჩააკითხა და მასთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. არ ვიცი, მიაქციეთ თუ არა ყურადღება სააკაშვილის კიევური კაბინეტის მაგიდაზე ერთ, ძალიან სიმბოლურ საგანს, რომელმაც, ჩეხოვის ცნობილი ფრთიანი გამონათქვამისა არ იყოს, დრამატურგიის დაუწერელი კანონების თანახმად, მესამე მოქმედებაში აუცილებლად უნდა „გაისროლოს!"


მოკლედ, „რუსთავი-2"-ელი გიორგი გაბუნია ჩადის კიევში და ისე იწერს უკრაინის პრეზიდენტის უშტატო მრჩეველ სააკაშვილთან ინტერვიუს, ჯერ არც კი იცის, რომ რამდენიმე საათის შემდეგ მის რესპონდენტს ოდესის გუბერნატორად დანიშნავენ!


ალბათ, საკუთარი ჩამგუბერნატორების ამბავი ზუსტად არც სააკაშვილმა იცოდა, თორემ, ლოგიკურად, თავის „ჯიბის ტელევიზიას" ნამდვილად არ დაუმალავდა!


ჰოდა, კიევიდან ოდესისკენ მიმავალი ქარივით, სააკაშვილმა საკუთარ მაგიდაზე (თანაც, ისე, რომ ის აუცილებლად მოხვედრილიყო სატელევიზიო კადრში) რატომღაც დადო მწვანე ფერის არშიით დამშვენებული სამხედრო ქუდი!


ვისაც საბჭოთა ჯარში უმსახურია, მან ძალიან კარგად უწყის, რომ მწვანე ფერის სამხრეები და მწვანე არშიით გაწყობილი ქუდი სამხედრო პირის სასაზღვრო ჯარებისადმი კუთვნილებას აღნიშნავს! სასაზღვრო ჯარები კი, არც მეტი, არც ნაკლები, იმთავითვე „კაგებეს" საკურატორო იყო!


მიშიკო სააკაშვილი კი, მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებზე ჩაფლავდა, ბიძამ, თემურ ალასანიამ, ბანდეროლივით აიღო და ჯერ „კაგებესავე" საკურატორო კიევის საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტში დადო, შემდეგ კი, რომელიღაც დედის ტოლ უკრაინელ ბანოვანთან გაბმული სასიყვარულო ინტრიგის გამო ინსტიტუტიდან გასარიცხად განწირული დისშვილი „კაგებეს" სასაზღვრო ჯარებს შეაფარა!


ალბათ, ბევრს უნახავს შვეიკივით ყოჩაღი ჯარისკაცი სააკაშვილის ფოტო, დედიკოსთან ერთად! ჰოდა, ის სწორედ, მიშიკოს „კაგებეს" სასაზღვრო ჯარებში მსახურების დროს არის გადაღებული!


მოდით, ახლა, ისიც გავიხსენოთ, რამხელა წვლილი მიუძღვის სააკაშვილის გახელისუფლებაში „კაგებეს" პოლკოვნიკ პუტინის რუსეთს, რომელმაც „ვარდების რევოლუციის" დროს თბილისში თვით რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი მოავლინა! რუსეთი კი, მოგეხსენებათ, ხელისუფლებაში მოსასვლელად, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებს მხოლოდ ლამაზი ყალიბის გამო არ ეხმარება!


და რის გამოც გაახელისუფლა პოლკოვნიკმა პუტინმა ეფრეიტორი სააკაშვილი, ეს ძალიან ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, როგორ მიართვა სააკაშვილის რეჟიმმა რუსეთს თითქმის მთელი სტრატეგიული ობიექტები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით, ახალგორისა და კოდორის „ბონუსად" გადაცემაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!


დიახ, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს სააკაშვილმა ხმის ჩახლეჩამდე, ამერიკის მომხრე და რუსეთის იმპერიულ პოლიტიკასთან მებრძოლი რაინდი ვარო, ვგონებ, ყველა ჭკუათმყოფელი ხვდება: „რუსეთთან მებრძოლმა" სააკაშვილმა იმდენი სიკეთე გაუკეთა კრემლს, ბევრი მისი ყურმოჭრილი მარიონეტული რეჟიმიც რომ ვერ მოახერხებდა!


ასე რომ, „კაგებეშნიკური" მწვანე ქუდი სააკაშვილის ან თუნდაც, რომელიმე იქაური „კაგებეშნიკის" კაბინეტში, გინდა თუ არა, გაფიქრებინებს, რომ სააკაშვილი ამჯერად უკვე უკრაინაში იღვწის სარუსეთოდ!


მით უმეტეს, რომ ოდესაში ჩასული გუბერნატორი სააკაშვილი „რუსთავი-2"-სთვის მიცემული ინტერვიუს დროს, რუკასთან მდგარი, ერთობ მილიტარისტულად აღგზნებული ლაპარაკობდა ოდესის ოლქის მეზობლად მდებარე დნესტრისპირეთის პრორუსულ სეპარატისტულ რესპუბლიკაზე!


და თითქოს, დაბარებულივით, სააკაშვილის ოდესაში ჩასვლიდან ორიოდე დღეში, დნესტრისპირეთის საზღვართან უკვე დაიწყო უკრაინული არმიის ქვედანაყოფთა ინტენსიური გადაჯგუფება და იარაღის ჟღარუნი!


მოკლედ, თუ სააკაშვილის მეცადინეობით, რუსეთი ოდესის სტრატეგიულ ოლქსაც დაისაკუთრებს, ეს, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამერიკასაც აძლევს ხელს! ამერიკამ უკრაინა ხომ იმისთვის გაწირა დასაშლელად, რომ პუტინთან დაუფარავად მოკურკურე ევროკავშირზე საკუთარი გავლენა გაეძლიერებინა! ამიტომ, რადგან ამერიკამ რუსეთთან ჩახუტებული ევროკავშირი პუტინს ვერც ყირიმის რუსული ოკუპაციის შემდეგ ააგლიჯა და ვერც დონბასის ჩაბარებით, ახლა, შესაძლოა, ოდესის ოლქის - ამ ევროკავშირისთვის უსტრატეგიულესი საპორტო ტერმინალების რუსული ანექსიის საფრთხით ესწრაფვის ევროპელთა მოთვინიერებას!


ამერიკამ ერთი, 2008 წლის აგვისტოში მოიკლა თავი საქართველოს დაშლა-დანაწევრების გამო და მეორე, უკრაინის გახლეჩაზე შეიმოსება ძაძებით! მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ევროკავშირ-რუსეთის დიდი დაპირისპირების პროვოცირებაა!


აი, ამიტომაც ვამბობ, რომ აგვისტოს ომში „გამოცდილი" სააკაშვილი ამჯერად უკვე ოდესის ჩასაბარებლად მიავლინეს!


მით უმეტეს, რომ ენაკვიმტობით განთქმულმა ოდესელებმა სააკაშვილს უკვე შეარქვეს ახალი და ერთობ მრავლისმეტყველი სახელი - „Миша подкидыш!"

 

 

 

გიორგი გიგაური

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016