პოლიტიკა
კახა კახიშვილი: თავიდანვე ვთქვი, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ჩვენთან ვერ გაამართლებდა!
ავტორი: თეონა რამაზაშვილი
08 ივნისი, 2015. 21:43
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში ვერ გაამართლებს. კახიშვილის განცხადებით, გარკვეული სახის ინსტიტუტების და წესების გადმოღება საქართველოში არ შეიძლება, რადგან ჩვენს ტრადიციებს არ შეეფერება.
ამის შესახებ კახა კახიშვილმა გადაცემაში „2030" განაცხადა.
„როცა თავიდან დაიწყეს ჩვენს ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე ლაპარაკი, მაშინვე ვთქვი, რომ ეს სისტემა ჩვენში ვერ გაამართლებდა.
ჩვენ, საერთოდ, მიჩვეულები ვართ, რომ ყველაფერი უცხოური გადმოვიღოთ ჩვენი ტრადიციების გათვალისწინების გარეშე, მივიღოთ და მერე კმაყოფილები ვიყოთ იმით, რომ რომელიმე ევროპელი ექსპერტი ტაშს დაგვიკრავს."- განაცხადა კახიშვილმა.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27