reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: 10 მილიონად სააკაშვილი საკუთარ დედას გაყიდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:16
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: 10 მილიონად სააკაშვილი საკუთარ დედას გაყიდის
ავტორი:
09 ივნისი, 2015. 17:19


„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში ვერ იმუშავებს და აღნიშნულის დანერგვაში ექს-პრზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ნიკოლოზ მჟავანაძე „რეპორტიორს" ესაუბრა:


- ნაფიც მსაჯულთა ბოლო გახმაურებულ სხდომაზე მინდა გავამახვილო ყურადღება.  ჩვენი მედია ამას აშუქებს უარყოფით კონტექსტში, რომ ცუდი გადაწყვეტილება მიიღეს , მაგრამ არავინ საუბრობს იმის შესახებ, ვის მიერ იქნა დანერგილი ეს ინსტიტუტი. ეს არის სააკაშვილის მიერ დანერგილი ინსტიტუტი, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა არაერთი იურისტი, მინდია უგრეხელიძე, ნინო გვენეტაძე და უამრავი ადვოკატი. ყველა სკეპტიკურად უყურებდა , რომ 3-მილიონიან ქვეყანაში ეს ინსტიტუტი ჩამოყალიბდებოდა. ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ნათესავია. ჩვენი ქვეყანა არ არის ამისთვის მზად. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ინსტიტუტის დასანერგად გამოყოფილი იყო 10 მილიონი. სააკაშვილი 10 მილიონად საკუთარ დედას გაყიდის, არათუ ინსტიტუტს შემოიღებს. სწორედ ამის გამო დაინერგა ეს ინსტიტუტი. მედიამ ამას უნდა გაუსვას ხაზი, თუ ვის და რის გამო ხდება ეს ყველაფერი.


- რადგან სასამართლო სისტემას შევეხეთ, სამართლიანობის აღდგენის პროცესიც განვიხილოთ. ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენა დროში გაიწელა. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?


- სამართლიანობის აღდგენა ყველა ქვეყანაში საკმაოდ იწელება დროში. არსად არ მომხდარა, რომ სამართლიანობა ერთი ხელის მოსმით აღმდგარიყო. ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში, სასამართლო რეფორმის დაწყება ნიშნავს იმას, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით ჩვენ წინ გადავდგამთ ნაბიჯს. რადგან, რაც არ უნდა ობიექტურად იყოს გამოძიებული საქმე, თუ მოსამართლემ მიიღო არაობიექტური გადაწყვეტილება, ეს სამართლიანობის აღდგენა კი არა, ჩიხში მოქცევა იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბევრმა მოსამართლემ უნდა დატოვოს ეს სისტემა და ახალმა, უფრო კვალიფიციურმა მოსამართლეებმა ჩაანაცვლონ ისინი.  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა უნდა გავუშვათ ამ სისტემიდან. იქ ბევრი პროფესიონალი ადამიანიცაა, მაგრამ ადგილი აქვს გარკვეულ ზეწოლასაც მათ მიმართ. ადეიშვილის კადრები დღესაც იკავებენ უმაღლეს საფეხურებს.


- ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნაზე რა აზრის ხართ? და როგორ გესახებათ საქართველო-უკრაინის სამომავლო ურთიერთობა?


- როდესაც საუბრობენ, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარია, გასაგებია, მაგრამ ის, რაც უკრაინაში ხდება - გაუგებარი. ჩვენ რომ უკრაინის მსგავსად მოვქცეულიყავით, ისინი ომს გამოგვიცხადებდნენ. წარმოიდგინეთ, იანუკოვიჩისთვის რომ მიეცათ აქ ასეთი მაღალი თანამდებობა. ამასთან ერთად, ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი და ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაამხობს. არის თუ არა ეს მეგობრული ჟესტი? კარგი, ეს ადამიანი ჭკუასუსტია, მაგრამ ხომ შეიძლება, პოროშენკომ დაურეკოს და უთხრას რომ გაჩერდეს? მაგრამ მსგავსს ვერაფერს ვხედავთ. ჩვენმა ხელისუფლებამ გარკვეულწილად რაღაცები უნდა მოსთხოვოს უკრაინელებს. ჩვენ ყველაზე დიდ დახმარებას ვუწევთ ჯანდაცვის მიმართულებით უკრაინას. მათი სამხედროები ჩამოდიან აქ რეაბილიტაციისთვის და ასე გვიხდიან სამაგიეროს ეს ადამიანები? ეს გაუგონარი რამეა. მეცოდება უკრაინა, რადგან ძალიან დიდ ჩიხში მოექცევა. უკრაინელები იმეორებენ იგივე შეცდომებს, რაც ჩვენს ქვეყანაში იქნა დაშვებული. ეს ფატალურად დასრულდება მათთვის. სააკაშვილს კი არ გაუვა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა. შესაძლოა, ხალხი ხელისუფლებაზე იყოს განაწყენებული, მაგრამ ამ ძალას საზოგადოება აღარ გაჰყვება.


- ხედავთ თუ არა ხელისუფლებაში ახალი სახეების საჭიროებას?


- ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ „ქართულ ოცნებაში" ახალი სახეებია საჭირო. რადგან ეს დაპორტირება ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში გრძელდება უსასრულოდ. სიტუაცია რომ შეიცვალოს, დარწმუნებული ვარ, ეს ხალხი ადგება და „ოცნებიდან" სხვა პარტიაში გადავა. როდესაც 7-ჯერ გამოიცვლი პარტიას, ეს უკვე პოლიტიკური მეძავობაა. ჩვენთან კი პოლიტიკური მეძავები ძალიან მომრავლდნენ. პარტიიდან პარტიაში გადასვლა ასე მარტივი ხომ არ არის. აქ იდეოლოგიათა შეცვლაზეა საუბარი. ამათ კი, ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ, სხვა არაფერი აინტერესებთ. ესაა აღმაშფოთებელი. პოლიტიკა დაბინძურებულია ამ ადამიანებით. ახალი სახეების პოლიტიკურ სივრცეში შემოღწევის საშუალებას კი დღეს არავინ არავის აძლევს. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016