reportiori.ge - საქართველო - უკრაინა 1:2: დასანანი მარცხი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:08
სპორტი
საქართველო - უკრაინა 1:2: დასანანი მარცხი
10 ივნისი, 2015. 11:32


ქალაქ ლინცში გამართული ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მინიმალური ანგარიშით დამარცხდა უკრაინასთან.


თავიდან, სანამ მატჩის პერიპეტიებს გავიხსენებდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ საქმე გვქონდა ძლიერ მეტოქესთან - ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ კიევის „დინამოს", დონეცკის „შახტარის" და „დნიპროს" ფეხბურთელები თამაშობდნენ. შეხვედის საწყისი წუთებიდანვე, უკრაინელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და შეხვედრაც მათი შეტევებით დაიწყო. მათი პირველი შეტევა მარჯვენა ფლანგიდან გუსევმა წამოიწყო, რომელმაც საჯარიმოში ბურთი ჩააწოდა, ლორიას კარისკენ თავით დენის გარმაშმა დაარტყა, თუმცა მისი დარტყმული კარს ზემოდან გადაევლო.


საწყის 20 წუთში (თუ არ ჩავთვლით ანანიძის შესრულებულ საჯარიმოს) ცხადაძის შეგირდები ინერტულად გამოიყურებდოდნენ და უკრაინელთა შეტევებს ვერ პასუხობდნენ. თუმცა სურათი მალე შეიცვალა და ჩვენებიც ათამაშდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეტევისას ყაზაიშვილმა კარგად მონახა კობახიძე, რომელმაც მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ბოიკოს კარისკენ ძლიერად დაარტყა, თუმცა კარს მცირედით ააცილა. ამ შეტევიდან ორიოდე წუთში, შეტევაში წასულმა უჩა ლობჟანიძემ ყაზაიშვილი მონახა მეტოქის საჯარიმოში და ბურთი მას გადააწოდა, თუმცა „ვიტესის" შემტევმა კარში ხეირიანად დარტყმა ვერ შეძლო.


მეორე ნახევარში ქართველებმა კარგად დაიწყეს, ყაზაიშვილის პასის შემდეგ გიორგი ჭანტურია ბოიკოს კარისკენ ურტყამდა, თუმცა მისი დარტყმული მცველს მოხვდა და მეკარესთან პირისპირ ყენია დარჩა, რომელმაც სიტუაციაში გარკვევა მალე ვერ შეძლო და მისი დარტყმული ბოიკომ მოიგერია. 57-ე წუთზე კი გოლი თავიანთ კარში ქართველებმა მოიგონეს: ლორიამ ბურთი ლაშა დვალს გადააწოდა, დვალმა ბურთი კვლავ მეკარეს დაუბრუნა, თუმცა მის პასს ცოტა სიზუსტე აკლდა და ლორიამ ბურთი ვერ გააჩერა, ბურთი კარის ძელს მოხვდა და ისე შევიდა კარში - 0:2.


ვაწაძის მოედანზე გამოსვლას ქართველთა აქტიურობა მოჰყვა, მარჯვენა ფლანგზე მათემ ჭანტურიას მისამართით გააკეთა პასი, ჭანტურიამ კი მახვილი კუთხიდან კარისკენ ზუსტად დაარტყა, თუმცა მეკარემ მოახერხა ბურთის დაჭერა.


ლევან ყენიას ძალიან კარგი პასის შემდეგ სანდრო კობახიძე მეტოქის საჯარიმოში ბოიკოს კარისკენ ურტყამდა, თუმცა უკრაინელმა მცველმა დაფარებაზე კარგად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.


რამდენიმე წუთში ლევან ყენიამ მეტოქის საჯარიმოში მათე ვაწაძის მისამართით კარგი პასი გააკეთა, ქართველმა ცენტრფორვარდმა კი თავური დარტყმით ანგარიში შეამცირა.


მატჩის დასკვნითი ნაწილი ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიშის განათაბრება ვერ მოახერხეს.


 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016