reportiori.ge - დანი ალვეშმა და ლუის ენრიკემ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:44
სპორტი
დანი ალვეშმა და ლუის ენრიკემ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივეს
10 ივნისი, 2015. 13:16


„ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და ბრაზილიელმა განაპირმა მცველმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს.


ენრიკეს „ბარსასთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებდა. ბოლო დროს, 45 წლის სპეციალისტის მომავალი გაურკვეველი იყო, მაგრამ როგორც ირკვევა, ის კლუბში რჩება. ასტურიელმა „ბარსელონასთან" კონტრაქტი 2017 წლამდე გააგრძელა. მისი ხელმძღვანელობით კატალონიურმა გრანდმა, ესპანეთის ჩემპიონატის, ესპანეთის სამეფო თასის და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.


რაც შეეხება ბრაზილიელს, ის კლუბში 2017 წლამდე დარჩება. შეთანხმება თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს. ესპანური პრესის ცნობით, 32 წლის მცველმა გუშინ გადაწყვიტა, რომ დათმობაზე წავიდეს და კლუბის შეთავაზება მიიღოს.


დანი ალვეში „ბარსელონაში" 2008 წლიდან თამაშობს. კატალონიური კლუბის მაისურით მან 343 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა, „ბარსასთან" ერთად, 19 ტიტული მოიგო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016