სპორტი
სანდრო ცნობილაძე სამსახურიდან დაითხოვეს
10 ივნისი, 2015. 21:50
31 მაისს საქართველოსა და პორტუგალიის 19 წლამდე ნაკრები გუნდების თამაშის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის კომენტატორმა, ალექსანდრე ცნობილაძემ კომენტირების დროს შეცდომა დაუშვა, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაზე აქტუალური თემა იყო ქართულ სპორტულ (და არა მხოლოდ) საზოგადოებაში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშვებული შეცდომის გამო სანდრო ცნობილაძე სამსახურიდან დაითხოვეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ იმსჯელა და ცნობილაძის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც იცით, ალექსანდრე ცნობილაძე უკვე წლების განმავლობაში არის საფეხბურთო კომენტატორი. მიუხედავად დაშვებული წარმოუდგენელი შეცდომისა, საზოგადოების უმეტესობა მას აღიარებს, როგორც ქვეყნის საუკეთესო კომენტატორს.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19