reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: სააკაშვილი ოდესას რუსეთს ჩააბარებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:18
ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა: სააკაშვილი ოდესას რუსეთს ჩააბარებს!
ავტორი:
11 ივნისი, 2015. 17:25



რატომ უჩივის „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"  ხელმძღვანელი, ეკა გიგაური რეჟისორ გოგა ხაინდრავას და რამდენ „ვერცხლს" ითხოვს მისგან, შეფერხდა თუ არა სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში და რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველო, ამ და სხვა აქტუალურ თემებზე „რეპორტიორს" რეჟისორი გოგა ხაინდრავა ესაუბრა:

 

- გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოდან მივიღე გზავნილი, გავეცანი მის შინაარსს და ცხონებული ნიკუშა გომელაურის ლექსი გამახსენდა, რომელიც ამბობს, რომ ამ ქალქში ყველაფერი მოსულა, ბონდომ ჯონდო დააორსულაო. ძალიან უხდება დღევანდელ ყოფას და ვითარებას ნიკუშას ეს ლექსი. კაპიტანმა გიგაურმა სასამართლოში მიჩივლა და მომივიდა გზავნილი, სადაც საუბარია, რომ პატივის და ღირსების შელახვისთვის ითხოვს 30 თეთრს, ანუ 30 ვერცხლს და ბოდიშის მოხდას. რაც შეეხება 30 ვერცხლს, მისამართი შეეშალა, მე ნამდვილად არ ვაპირებ და მას უკვე მიღებული აქვს ბევრი ასეთი 30 ვერცხლი იმ ადამიანებისგან, ვინც ვერცხლებს არიგებენ. რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, ბოდიშის მოხდას მთხოვს ის ადამიანი, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს თითქოსდა. ეს ადამიანი ბოდიშის მოხდას მთხოვს შემდეგზე, რომ 2007 წლის 13 ნოემბერის წერილის საფუძველზე, ვანო მერაბიშვილი სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს, უფროს ლეიტენანტ ეკა სიმონის ასული გიგაურს ვადაზე ადრე ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდებას. ეს დოკუმენტი არის ჩემი მხრიდან გამომზეურებული და ამ ადამიანების ლოგიკით ეს ყოფილა ღირსების შელახვა. ღირსების შელახვა იქ არის შესაძლებელი, სადაც ღირსება არსებობს, სადაც ვანო მერაბიშვილი ბრძანებებს გასცემდა, ღირსება არ არსებობდა. 14 ნოემბერს სულ რომ მამა აბრამის ბატკანი ყოფილიყავი ადამიანი, ვანო მერაბიშვილის წახალისების მიღება და მითუმეტეს ამის შერგება, როგორც კაპიტანმა გიგაურმა შეირგო, ჩემი ღრმა რწმენით არის აბსოლუტური უთავმოყვარეობა. ეს არის ის დღეები, როდესაც მთელი მსოფლიო შფოთავს იმაზე, რაც მოხდა თბილისში. საქართველო და დედაქალაქი იშუშებს იმ მრავალრიცხოვან დაზიანებებს, რომელიც ამ მხეცებმა მიაყენეს ქართულ საზოგადოებას, როგორც ფიზიკური, ასევე მორალური და ამის ჩამდენი და მიმღები ადამიანი, მე მელაპარაკება ღირსებაზე. იმიტომ გავიხსენე ნიკო გომელაურის ლექსი, რომ ამ ქალაქში მართლაც ყველაფერი მოსულა. შემდეგ ლაპარაკია, რომ თითქოს მე ქალბატონი კაპიტანი დავადანაშაულე 7 ნოემბრის აქციაში მონაწილეობაში. ეს არის სიცრუე, ისევე როგორც სიცრუეა მთელი ეს საბუთი.


ყველაზე საინტერესოა, რომ ამ სარჩელში გაერთიანებული ვართ მე და ვინმე გურამ ადამაშვილი, რომელიც თვალით არ მინახავს არასდროს და არც ვიცი ვინაა. ამ ბატონსაც, როგორც აქ წერია, განუცხადებია მსგავსი რამ.


ძალიან მიხარია, რომ ეს საქმე მივიდა სასამართლომდე. ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გავუშვებ და ყველას მიეცემა საშუალება ნახოს, თუ როგორ ფასდება ღირსება დღეს საქართველოში.  ვფიქრობ, ქალბატონ გიგაურს ძალიან საინტერესო დღეები ელოდება.


- აქვე სამართლიანობის აღდგენის პროცესიც განვიხილოთ. ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამართლიანობის აღდგენა დროში გაიწელა. თქვენ რას ფიქრობთ?


- სამართლიანობის აღდგენა საერთოდ უფრო ხმამაღალი სიტყვებია, ვიდრე რეალურად შესაძლებელი ქმედება, რადგან სამართალი მე ამ ქვეყანაში ნაკლებად მახსოვს რომ ყოფილიყო. ბუნებრივია, რომ არის უამრავი დაზარალებული ადამიანი, რომელსაც როგორც მორალური, ისე ფიზიკური და  მატერიალური ზარალი მიაყენა სააკაშვილის ბოროტმა რეჟიმმა და ამ ხარვეზების გამოსწორება მარტივი პროცესი არაა. ეს არაა მარტივი მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქართველოს თავს ჰქონდა მოხვეული ე.წ. კოჰაბიტაციის პროცესი, რომელიც ასე ვთქვათ დასავლეთის პრინციპული მოთხოვნა იყო. საქართველოს არ შესწევდა უნარი დამოუკიდებლად გადაელახა ეს ბარიერი და უარი ეთქვა ამ შემოთავაზებაზე. ამიტომ გაიწელა ახლა ეს პროცესი და ეს ბუნებრივია. თუმცა, კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი აქამდე განხორციელებულიყო. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში საჩივრები მისდიოდათ იმ ადამიანებს, ვინც თავად მონაწილეობდნენ იმ არასამართლებრივ პროცესებში და უკანონოდ ართმევდნენ ქონებას ხალხს. აქ თუნდაც გიორგი ქადაგიძის მაგალითია ძალიან საინტერსო. ეს არის ადამიანი, რომელიც რამდენიმე ბანკის გაკოტრებაში პირდაპირ იღებდა მონაწილეობას. მთელი მსოფლიოს თვალწინ ეს ყაჩაღური რეჟიმი პატარკაციშვილს, ივანიშვილსა  და „სახალხო ბანკის" მეპატრონეებს პირდაპირ ართმევდა ქონებას და ამაში უშუალო მონაწილეობას იღებდა ქადაგიძე. დღეს კი ის გვევლინება როგორც საერთაშორსოდ აღიარებული საფინანსო სისტემის ხელმძღვანელი, რომელიც, თურმე გამართულად მუშაობს და უამრავი აპოლოგეტი გამოუჩნდა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან პოლიტიკური კორუფციის მასშტაბები მსოფლიოში არის არნახულად გაზრდილი, განსაკუთრებით კი დაბალგანვითარებად ქვეყნებში. ასევეა პოლიტიკური თვალსაზრისით ის მხარდაჭერა, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ კრიმინალში დადანაშაულებული პოლიტიკოსების მიმართ. ეს ყველაფერი თავად მსოფლიო სამართლებრივ სისტემას აზარალებს. ჩემი აზრით, ინტერპოლმა მოკლა თავის თავი და თავისი ორგანიზაცია, მაშინ როდესაც ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო.

 

- ინტერპოლმა ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ამოიღო, უკრაინის ხელისუფლებამ კი მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა. როგორ ფიქრობთ, რით დამთავრდება აღნიშნული პროცესი?


- მეორე მსოფლიო ომის მერე ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართლის პრინციპი უზრუნველყოფდა პატარა, სუსტი სახელმწიფოებისა და დიდი სახელმწიფოებისთვის სამართლიანობის ერთნაირ  სივრცეს. დღეს ეს სივრცე დაირღვა, რადგან აღმოჩნდა, რომ  კრიმინალი ადამიანი, რომელმაც უამრავი ოჯახი და ადამიანი გააუბედურა, დღეს შეიძლება მეზობელ ქვეყანაში, რომელსაც ძალიან მეგობრული ურთიერთობები აქვს ჩვენთან, მაღალ თანამდებობაზე დაინიშნოს. უკაინის დრევანდელი ხელისუფლება, პეტრო პოროშენკო მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს შეურაცხყოფას მაყენებს. პოროშენკო თავისი ქმედებით შეურაცხყოფას აყენებს მთელ საქართველოს. იგი უპატივცემულობას გამოხატავს საქართველოს მართლმსაჯულებისადმი და ქართველი ხალხისადმი, ეს მას კარგად უნდა ესმოდეს. პოროშენკო ძალიან სერიოზულად ინანებს ამ ნაბიჯების გამო.  ეს მეტყველებს იმაზე, რომ მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა მთლიანად წაიშალა. ვისაც როგორ უნდა ისე იქცევა, ძლიერი ქვეყანაა და გააქვს თავისი. მაშინ, არავის გაუკვირდეს ამის შემდეგ რუსეთის ქმედებები, მისი ბოგინი. რუსეთიც ზუსტად იმავე პრინციპებით მოქმედებს. ეს შეჯახება, რომელიც დღეს მსოფლიოშია ორ ძლიერ ძალას შორის, რეალურად საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელებოდა. მადლობა ღმერთს ამ უბედურებამ საქართველოს ტერიტორია დატოვა, მაგრამ ძალიან ახლო სამეზობლოშია.


სააკაშვილის ოდესაში დანიშვნა მეტყველებს, რომ სააკაშვილი ძალიან მალე ოდესას რუსეთს ჩააბარებს.  ამას ლაპარაკი არ უნდა, ეს არის თვეების საკითხი. ახალ წლამდე ეს უდავოდ განხორციელდება. ესაა სააკაშვილის მთავარი დანიშნულება და ამისთვისაა იგი მხარდაჭერილი მთელი ამ დროის განმავლობაში. მან უნდა განახორციელოს იმის დავალებები, ვისთანაც ის გაიზარდა, ვისთანაც ახლოსაა და ვისთანაც დაკავშირებულია მთელი თავის ცხოვრებით და სასუნთქი მილით. ეს არის უშიშროების სამსახური და ეს დავალებაც მათგან აქვს მიღებული. ოდესის თემა ძალიან მალე დამთავრდება რუსეთის სასიკეთოდ და უკრაინის საუბედუროდ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016