reportiori.ge - მოწამვლის ანატომია - რას ვყიდულობთ ქუჩაში? (ფოტო-ვიდეორეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:55
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მოწამვლის ანატომია - რას ვყიდულობთ ქუჩაში? (ფოტო-ვიდეორეპორტაჟი)
ავტორი:
11 ივნისი, 2015. 18:28



ზაფხულის მოსვლასთან ერთად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური პრობლემა გარევაჭრობა და მზეზე გაფუჭებული საკვებით მოწამვლის საკითხი გახდა. „რეპორტიორი" დაინტერესდა, რა ვითარებაა დედაქალაქში ამ მიმართულებით და რამდენად პრობლემურია აღნიშნული საკითხი.

 

ვეცადეთ, გაგვერკვია, ვინ უწევს მონიტორინგს გარემოვაჭრეების მიერ გასაყიდ პროდუქციას და რამდენად დაცულია მყიდველი სამომავლო გართულებებისგან.


ადგილზე მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ „დეზერტირების ბაზრის" 90 % ცარიელია, ხოლო მისი მიმდებარე ტერიტორია სავსეა გარემოვაჭრეებით. როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, მათ არ შეუძლიათ ყოველდღიური გადასახადების გადახდა და სწორედ ამიტომ ყიდიან პროდუქციას ქუჩაში.

 

„პროდუქტის ხარისხი გვაქვს ძალიან კარგი. ჩვენი პროდუქცია ქართულია. გარეთ კი  იმიტომ ვდგავართ, რომ გვიჭირს. არავინ გვაქცევს ყურადღებას და სხვა გზა არ გვაქვს", - აღნიშნეს გარემოვაჭრეებმა.

 

რაც შეეხება პროდუქტის ხარისხს, გარემოვაჭრეები განმარტავენ, რომ მონიტორინგს თავად ახორციელებენ და დაძველებულ პროდუქციას აღარ ყიდიან.


„არავინ გვამოწმებს. ჩვენ თვითონ, მეპატრონეები ვამოწმებთ ჩვენს პროდუქციას. თუკი რამე გავიფუჭდება, გადავყრით. ძველი რომ გავყიდოთ და ვინმე მოიწამლოს, ეს ჩვენც არ გვაწყობს", - აცხადებენ გარემოვაჭრეები.


რაც შეეხება თავად „დეზერტირების ბაზარს", ადმინისტრაციაში განგვიმარტეს, რომ ბაზრის ტერიტორიაზე გასაყიდი პროდუქცია ყოველდღიურად მოწმდება და ამ მიმართულებით პრობლემა არ არსებობს. აქვე ბაზრის იურისტმა აგვიხსნა ისიც, რომ ბაზრის მიმდებარედ, დაახლოებით 2 მეტრის რადიუსი ეკუთვნის ბაზარს და იქ მდგარი მოვაჭრეების პროდუქცია ყოველდღიურად მოწმდება.


„ბაზრის გარეთ დაახლოებით 2 მეტრამდე ეკუთვნის ბაზრის ტერიტორიას. ეს მოვაჭრეები, ვინც ბაზრის პირდაპირ სხედან, ბაზრის ტერიტორიას იკავებენ, მაგრამ გადასახადებს არ იხდიან. თუმცა, მათ ყოველდღიურად შემოწმებული პროდუქცია გააქვთ გასაყიდად. მაგრამ, მზეზე პროდუქტი მაინც უფრო მალე ფუჭდება. ჩვენი ექიმი ბაზრის ტერიტორიაზე გასაყიდ პროდუქციას ყოველდღე ამოწმებს. სურსათის ეროვნული სააგენტოც დაახლოებით თვეში ერთხელ მოდის და ამოწმებს პროდუქციას. მაგრამ ბაზრის ტერიტორიიდან 2 მეტრის მოშორებით ვინც დგას, მათი პროდუქცია აღარ მოწმდება", - განუცხადა „რეპორტიორს" „დეზერტირების ბაზრის" იურისტმა.


 „დეზერტირების ბაზრის" მოვაჭრეები აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეები მათ ყოველდღიურად პრობლემას უქმნიან, რადგან მყიდველი ბაზარში აღარ შედის. მოვაჭრეები მერიისგან ითხოვენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.


„ვინც ბაზრის ტერიტორიაზე ვართ, ყოველდღიურად ვიხდით საშუალოდ 10 ლარს. მერიამ უნდა შემოიყვანოს ეს მოვაჭრეები ბაზარში, მაგრამ ჩვენ არავინ გვინახავს მოსული. ისინი რომ გარეთ დგანან, ჩვენც ვზარალდებით, მყიდველი აღარ გვყავს.

 

რაც შეეხება ჩვენს პროდუქციას, ხორცის კონტროლი ყოველ დილით ხდება. ვინ გაყიდის ხორცს შეუმოწმებლად?!. ბაზრის ექიმი ამოწმებს პროდუქციას ყოველდღე", - აღნიშნეს  ბაზრის მოვაჭრეებმა.


იმისათვის, რომ მკითხველმა უფრო კარგად გაარკვიოს, თუ რა ხდება ბაზარში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს და დასკვნის გამოტანის საშუალებას თავად მკითხველს ვუტოვებთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„რეპორტიორი" სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, ამოწმებს თუ არა სააგენტო გარემოვაჭრეთა პროდუქციას. სეს-ის წარმომადგენელმა განგვიმარტა, რომ გარემოვაჭრეთა მიერ გასაყიდად გამოტანილ პროდუქციაზე მონიტორინგი არ ხორციელდება, რადგან ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.

 

„გარევაჭრობა კანონით არის აკრძალული, თუმცა, საქართველოში ამის იგნორირება ხდება. სურსათის ეროვნული სააგენტო გარემოვაჭრეთა მიერ გასაყიდად გამოტანილ პროდუქციაზე მონიტორინგს არ ახდენს, რადგან ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. ჩვენ მონიტორინგს ვახდენთ მხოლოდ სავაჭრო ობიექტებში წარმოდგენილ პროდუქციაზე", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა თამარ ჩაჩანიძემ.


„რეპორტიორი" ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ „ჯანდაცვის სამინისტრო პროცესში ერთვება მაშინ, როცა ხდება მავნე სურსათისგან გამოწვეული ეპიდ-აფეთქებები".

 

მიღებული პასუხებიდან გამომდინარე, შესაძლოა ითქვას, რომ გარევაჭრობა ეს არის ხელისუფლების პრობლემა, რომელსაც საკუთარ თავზე საზოგადოება იწვნევს.




გთავაზობთ ვიდეო-კადრებს, სადაც ნაჩვენებია რა პირობებში იყიდება პროდუქტები:


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016