reportiori.ge - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, როგორც ჩანს, გაუქმდება - რას ფიქრობენ საკანონმდებლო ხელისუფლებაში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:52
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, როგორც ჩანს, გაუქმდება - რას ფიქრობენ საკანონმდებლო ხელისუფლებაში?
11 ივნისი, 2015. 22:38




2014 წლის 2 სექტემბერს ქ. თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ლაშა მახარაძის მკვლელობის ფაქტზე, 5 ივნისს ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოტანეს. მახარაძის დედა სასამართლოს ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. აღნიშნულმა ფაქტმა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და საკითხი გაააქტიურა.

 

არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება ძალიან დიდ შეცდომაა!" - ასე ეხმაურება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საკითხს.

 

როგორ შეიძლება, ადამიანის გასამართლება ან გამართლება მივანდოთ ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ამის ცოდნა და კვალიფიკაცია. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მცირე ნაწილს თუ გაუჩნდება სურვილი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოს, როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებულის წინაშე. მეტიც, აღნიშნული პროცესი იმის ნათელი მაგალითია, რომ მსაჯულებმა ვერ აიღეს პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე. მარტივი ენით, ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ რაც გინდათ, ის გიქნიათ, ჩვენ თავი დაგვანებეთო, ხელებიც დაგვიბანიაო". ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წლების მანძილზე ამ და სხვა მიზეზთა გამო, თავად მოსამართლეებსაც კი ვერ გამოჰქონდათ სამართლიანი გადაწყვეტილება და ბოლოს, ერთში ვარ კარგად დარწმუნებული, კანონების დაუფიქრებელ ლიბერალიზაცია, უცხო ქვეყნებში მოქმედი ნორმების მიღება ჩვენი ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინების გარეშე, საბოლოოდ წარმოქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც ძალიან ძვირად დაუჯდება ჩვენს ქვეყანას", - მიიჩნევს კახიშვილი.


რაში დასჭირდა ყოფილ ხელისუფლებას თავის დროზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება, რა პროცედურებია გასავლელი აღნიშნული ინსტიტუტის გასაუქმებლად, ვინ უნდა წამოაყენოს ეს ინიციატივა და რას ფიქრობენ ამ ინსტიტუტის გაუქმებაზე საკანონმდებლო ხელისუფლებაში?


რეპორტიორს" იურისტი ლალი აფციაური ესაუბრა:



- თავიდანვე ვამბობდი, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის ქვეყნისთვის სიახლე და თანაც, საკმაოდ სერიოზული თემა, ამიტომ მისი ასე, მოუმზადებლად, ერთი ხელის მოსმით შემოღება მიუღებელი იყო.

 

- რას გულისხმობთ მომზადებაში, როგორ უნდა შეემზადებინათ საზოგადოება?


- საზოგადოებასთან მეტი ურთიერთობა უნდა ყოფილიყო. მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის. ამ ინსტიტუტისთვის ქართველი ადამიანი მოუმზადებელია, თავად ნაფიცი მსაჯულებიც კი არ არიან ინფორმირებულები, თუ სად მიდიან და რა უნდა გააკეთონ. არც აქვს ბევრს გააზრებული, რომ ადამიანის ბედს წყვეტენ. ზოგს შიშის ფაქტორი აქვს, ზოგს - მიკერძოებულობის განცდა. ამ საკითხზე წლობით მუშაობენ უცხოეთში, წლობით აწვდიან ადამიანებს ინფორმაციას და მერე იღებენ გადაწყვეტილებას.


მე იურისტი ვარ და როცა ჩემთან ერთად ადამიანის ბედს წყვეტენ, მე აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ჩემი ყველა ნაბიჯი. ჩვეულებრივი მოქალაქე, პედაგოგი ან სხვა


პროფესიის ადამიანი რომ ერთვება ამ საქმეში, როგორ ფიქრობთ - არ უნდა იყოს მეტი ინფორმაცია მიწოდებული?! ხომ უნდა იცოდნენ, რასთან აქვთ საქმე. თუ გსმენიათ ოდესმე, ვინმეს, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, აგიტაცია გაეწიათ ამ ინსტიტუტისთვის და საზოგადოებამდე მიეტანათ ინფორმაცია? მე მსგავსი არსად არფერი მსმენია. ნაფიც მსაჯულებად გვევლინებიან ადამიანები, რომელთაც კრიმინალი მგონი, მარტო ტელევიზიით აქვთ ნანახი და აბსოლუტურად არანაირი შემხებლობა არ აქვთ და არ ჰქონიათ კრიმინალთან. იმასაც კი ვერ ხვდებიან, კრიმინალთან რომ აქვთ საქმე, ისე მიდიან და სხდებიან სასამართლო დარბაზში.

 

- რაში დასჭირდა თავის დროზე ასე დაჩქარებული წესით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება სააკაშვილის მთავრობას?


- იგივე კითხვა ჩვენთან ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში შეიძლება დაისვას. ალბათ, ეს იყო მოთხოვნა ევროსტრუქტურებიდან. ხომ გახსოვთ, სააკაშვილი როგორ ამაყობდა სასამართლო სისტემით, ჰოდა, ოღონდაც ვიღაცისთვის ეჩვენებინათ, რომ რაღაც გააკეთეს და რას და როგორ აკეთებდნენ, ამით არავინ ინტერესდებოდა. ამიტომ, ასე მოუმზადებელი შეხვდა ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყანა და პირველი შედეგიც უკვე სახეზეა. საერთო ჯამში, ეს იყო შირმა, საჩვენებელი ევროპისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაფიცი მსაჯულები არიან.


 

 

რა პროცედურებია გასავლელი, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი გაუქმდეს და ვინ უნდა წამოაყენოს აღნიშნული ინიციატივა?

 

„რეპორტიორს" იურისტი კახა კუკავა ესაუბრა:

 

 

- მეც ვეთანხმები აზრს, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არ არის საჭირო. გასაუქმებელია. ეს ინსტიტიტი საპროცესო კოდექსითაა დადგენილი და ამიტომ კანონი პარლამენტმა უნდა გააუქმოს.

 

- ვინ უნდა გაააქტიუროს ეს თემა პარლამენტში, ვის შეუძლია ინიციატივის წამოყენება?


- ინიციატივის წამოყენება შეუძლია პარლამენტის ნებისმიერ წევრს ან მთავრობას. შემდეგ ესეც ისე მიიღება, როგორც სხვა, ნებისმიერი კანონი.





აპირებს თუ არა ხელისუფლება აღნიშნული საკითხის წამოწევას და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმებას? რას ფიქრობენ აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში საკანონმდებლო ხელისუფლებაში?

 

„რეპორტიორს" საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა:

 

 


- სანამ კანონი არ შეიცვლება, ეს სასამართლო იარსებებს. ამ ინსტიტუტს ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც. ორივე მხარეზე ადამიანთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. ასეთი დილემის წინაშე არამარტო საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში დგანან. პირადად მე, არ მგონია, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა ეფექტურად იმუშაოს საქართველოში, მაგრამ ეს არის კონსტუტუციური ნორმა და შესაბამისად, უნდა შევასრულოთ.

 

- ხომ არ იგეგმება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნული საკითხის გადახედვა?

 

- ამ საკითხზე ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა.




ცნობისთვის: ნაფიცმა მსაჯულებმა სულ 7 საქმე განიხილეს:


საქმე N1- ბრალდებული რევაზ დემეტრაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე დახმარებისათვის გამტყუნდა;


საქმე N2 - ბრალდებულები რომეო სარქისოვი, ლევან კიკაბიძე და ვახტანგ ბეჟანიშვილი გამტყუნდნენ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებაში;


საქმე N3 - ბრალდებული დავით რუსიშვილი გამტყუნდა მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში, თუმცა გამართლდა საბრძოლო მასალის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში.


საქმე N4 - ბრალდებული ვაჟა ახალკაციშვილი - გამართლდა საბრძოლო მასალის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში, აგრეთვე, დამთავრებულ განზრახ მკვლელობაში და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ჩადენილ დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ. გამტყუნდა - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში


საქმე N5 - 3 ბრალდებული: ვახტანგ ჩხაპელია, გელა უბილავა, კობა ყურუა გამტყუნდნენ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში. ხოლო, გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ბრალდებულ გელა უბილავას მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარების ბრალდებაში, ხოლო კობა ყურუას მიმართ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებში;


საქმე N6 - ბრალდებულ ნიკოლოზ ბეჟაშვილის მიმართ გამამართლებელი ვერდიქტი იქნა გამოტანილი, ხოლო გამტყუნდა გიორგი ბეჟაშვილი. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის წარდგენილ ბრალდებაში გიორგი ბეჟაშვილი გამართლდა და მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა მკვლელობად აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რომელშიც ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ.


საქმე N7 - 4 ბრალდებული - ანდრია ჭულუხაძე, კახა გოჩაშვილი, გულნარა კახნიაშვილი და თამაზ კასრაძე გამართლდნენ ყველა წარდგენილ ბრალდებაში.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016