სპორტი
მექსიკა და ბოლივია ფრეზე გაიყარნენ
ავტორი: გიორგი კინტირაია
13 ივნისი, 2015. 18:58
წუხელ, „კოპა ამერიკა 2015"-ზე A ჯგუფის მეორე მატჩი გაიმართა, რომელშიც მექსიკის ნაკრები ბოლივიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა გოლების გარეშე ჩაიარა.
შეხვედრის მთვარმა არბიტრმა ყვითელი ბარათები დანი ბეიარანოს (33'), პაბლო ესკობარსა (89') და ხერარდო ფლორეს სუნიგას (90') უჩვენა.
A ჯგუფში ამ დროისათვის პირველ ადგილს ჩილე (3 ქულით) იკავებს. მას 2-2 ქულით ბოლივიისა და მექსიკის ნაკრებები ჩამორჩებიან. ჯგუფის ფსკერს ეკვადორი აქტივში 0 ქულით იკავებს.
A ჯგუფის მორიგი მატჩები 16 ივნისს გაიმართება. ეკვადორის ნაკრები ბოლივიას დაუპირისპირდება, მასპინძელი ჩილე კი მექსიკას გაეჯიბრება.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19