„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ჯგუფ "placebos" წევრის განცხადებას ეხმაურება და „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნება თუ მუსიკალური ჯგუფი თბილისში კონცერტს საერთოდ გააუქმებს, რადგან საზოგადოება მათ დაცინვას არ აპატიებს.
„მათ საქართველოში ჩამოსვლის მორალური უფლება არ აქვთ. თვითონ, ორგანიზატორმა, რომელიც ამ ჯგუფის ჩამოყვანას უზრუნველყოფს უნდა გააუქმოს ჯგუფის ვიზიტი.
მუსიკოსმა იმ უბდურებაზე და ტრაგედიაზე, რაც ჩვენ დაგვატყდა თავს ცინიკური განცხადება გააკეთა. თუ ისინი ჩამოვლენ შესაძლოა დიდი უბედურება დატრიალდეს. მათი გამოსვლის ჩაშლა გარანტირებული იქნება და შესაძლოა დიდ ექსცესებთან გვქონდეს საქმე. ამხელა ადამიანური ტრაგედია მოხდა და ცინიკური განცხადებები იყო მათი მხრიდან. ეს ადამიანები ნორმალურები არიან თუ არა არც ვიცი.
ვფიქრობ, რომ მათთვის უკეთესი იქნება თუ არ ჩამოვლენ საქართველოში რადგან მათ ძალიან ცუდად დახვდებიან. როდესაც ადამიანი ასეთ განცხადებებს აკეთებს, ბოდიში გათვალისწინებული აღარ იქნება."- განაცხადა მჟავანაძემ „რეპორტიორთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფ „placebo"-ს ბასისტმა, შტეფან ოლსდალმა სოციალურ ქსლში თბილისში, სტიქიის შედეგად დატრიალებული ტრაგედის ამსახველი ფოტო გაავრცელა, სადაც ბეჰემოთი ქუჩებში სეირნობს და აღნიშნა, რომ სურდა ამ ცირკს მალე შეერთებოდა. საზოგადოებამ მისი განცხადება შეურაცხყოფად აღიქვა.
მოგვიანებით მუსიკოსმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ქართველი საზოგადოების ნაწილი ჯგუფის კონცერტზე წასვლას აღარ გეგმავს და მუსიკოსს ბოიკოტს უცხადებენ.