reportiori.ge - ზაზა ურუშაძის „მანდარინებმა“ ვარშავის „ა კლასის“ კინოფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 06:38
კულტურა
ზაზა ურუშაძის „მანდარინებმა“ ვარშავის „ა კლასის“ კინოფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა
27 ოქტომბერი, 2013. 17:33

რეჟისორ ზაზა ურუშაძის მანდარინებმა" ვარშავის კლასის" კინოფესტივალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა - საუკეთესო რეჟისურა" და აუდიტორიის ჯილდო".

ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე ვითარდება, თუმცა მასში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელზე, რომელიც ომის დროს საკუთარი სურვილით დარჩა აფხაზეთში. დრამაში აღწერილია ესტონელი გმირის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.

ფილმში მონაწილეობენ გიორგი ნაკაშიძე, მიხეილ მესხი, ლემბიტ ულფსაკი (ესტონეთში საუკუნის მსახიობად აღიარებული) ელმო იუგანენი, რავიო ტრასსი.

ფილმის კომპოზიტორია ნიაზ დიასამიძე, ასევე გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა მე გადმოვცურავ ზღვას".

ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, სახელმწიფო სუბსიდიამ შეადგინა 472 000 ლარი. ზაზა ურუშაძის ნამუშევარმა ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის ევრიმაჟისგან" 110 000 ევროს ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა. 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016