reportiori.ge - დიანა ლიპარტელიანი: ქვეყნის უმეტეს ნაწილს სერიოზული ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დასჭირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:43
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დიანა ლიპარტელიანი: ქვეყნის უმეტეს ნაწილს სერიოზული ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დასჭირდება
ავტორი:
17 ივნისი, 2015. 10:28


მეტროს ვაგონში ისე ჩაიხუთა ჰაერი, რომ სუნთქვაც გაჭირდა. ჩემს გვერდით დაახლოებით დედაჩემის ხნის ქალბატონი იჯდა. ერთი შეხედვით, მომეჩვენა, რომ ძალიან დაღლილი იყო და თან რაღაც აწუხებდა. თვალი მეჭირა მისკენ, ყოველი შემთხვევისთვის...


მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე" ვაგონიდან გასვლა რომ დააპირა, შევატყვე, რომ მაინცდამაინც კარგად ვერ იყო. ინსტინქტურად წამოდგომაში და ვაგონიდან გასვლაში მივეშველე. უარობდა - უჰაერობაში გული გამიხდა ცუდად, ჰაერი მომხვდება და უკეთ გავხდები, თქვენ არ შეწუხდეთ და დაბრუნდითო. როგორ დავტოვებდი, აშკარად უჭირდა...


ესკალატორზე ასვლის მერე, სადღაც შუა ნაწილში ესკალატორი გაჩერდა და... გავიფიქრე - სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ გამოვყევი-მეთქი.


ფეხით ავუყევით. ნელ-ნელა საუბრობს - დილის 7 საათიდან ამ დრომდე ვმუშაობ, რომ კაპიკები ვიშოვო, მაგრამ ამას ვინ ჩივის, ეს რაც მოხდა, ეს უბედურება, ამან გამანადგურა 2 დღეში... გული არ მივარგა ამ ყველაფრის შემხედვარეს... ამდენი ადამიანი, ამდენი დაღუპული ახალგაზრდა...


მეტროს გასასვლელთან რომ მივედით, ტელეფონი აიღო, ჩემს შვილს დავურეკავ, ის შემხვდება, მე, აქვე, მთავრობის კანცელარიასთან ვცხოვრობო. მე, ჩემი მხრივ, ვარწმუნებდი, რომ 10 წუთი არაფერს მიწყვეტდა და თან მეც უფრო მშვიდად ვიქნებოდი, თუ სახლამდე მივიყვანდი და საიმედოდ დავტოვებდი ან მანამდე არ წავიდოდი, სანამ არ მოაკითხავდნენ.


უკან დაახლოებით 20-22 წლის სამი ახალგაზრდა ბიჭი მოგვყვებოდა. ალბათ, ამ ყველაფერს მეტროს ვაგონიდანვე ადევნებდნენ თვალს... ამ ახალგაზრდებმა მართლა გულწრფელი გულისხმიერება გამოიჩინეს, მე უკან გამომიშვეს და მათ გააგრძელეს ამ ქალბატონის გაცილება.


დამშვიდობებისას გულაჩუყებული მეუბნება - ეს ბებერი ქალი უნდა ჩაგეხუტოო. ჩამეხუტა და თქვა, გული მანამდე მექნება მაგრად, სანამ თქვენისთანა ახალგაზრდები გვეყოლებიანო...


ამას რატომ გიყვებით, იცით? თითქოს სავალდებულოა, რაღაც უბედურება მოხდეს, რომ დადებითი მხარეები წარმოვაჩინოთ ადამიანებმა... ალბათ, მედალს მართლაც ორი მხარე აქვს...


ასე მგონია, ეს ამბები რომ ჩაივლის, ასე თუ ისე, ამ ქვეყნის უმეტეს ნაწილს სერიოზული ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დასჭირდება. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ბევრი რამის აზრზე...


P.S. გონზე არ ვარ, ვინ იყო, მაგრამ დედას გეფიცებით, იმ სტიქიური უბედურების შედეგებით გულშეწუხებული ქალი ვინმეზე ნაკლებად თუ მიყვარდეს, ამ წამს...


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016