აღარ უნდა მორჩეს და დამთავრდეს პოლიციელებისა და მაშველების დისკრედიტაციის მცდელობა?! ყველა „ნიუსსა" და შოუში რომ გამოყავთ ერთი ქალბატონი: - დასახმარებლად არავინ მოსულაო! - სინდისი არავის აწუხებს?
ტელეეკრანებიდან არ ჩამოდის ისევ პოლიციელებისაგან ცხოველების სადისტურად ხოცვის მითიც!
ან იმის მთქმელს - დროულად რომ ეშველათ, ამხელა მსხვერპლი არ იქნებოდაო - ღმერთის არ ეშინია?
...მაგრამ რომელი ღმერთი და რჯული?! თავში ისეთი რამეები მოსდით, გული გაგისკდება! მოფიქრება ხომ უნდოდა, წალეკილ ზოოპარკში საგანგებოდ აგებული პოდიუმიდან შოუს მოწყობას „რუსთავი2"-ის ეთერში?!
...მაგრამ ვის რაზე უნდა ელაპარაკო, როცა დაღუპულ ცხოველებზე უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე ადამიანებზე!
...ერთი „რუსთავი2"-ის დღევანდელი, გაბუნიასეული „თოქ-შოუს" თემაც ნახეთ რა!
- ჩვენში რა გასაკვირია?! ნახეთ, იაპონიაში, სადაც ყველაფერი გათვლილია, ცუნამის შემოტევამ რა ქნაო?!
ძაან „მაგრები" არიან, მაგრამ რას იზამ?! „ნაცების" ნამოქმედარის გაპრავების დიდი სურვილი ზოგჯერ ასეთ შეუვალ სიბრიყვესაც გათქმევინებს!
- ბიჭო! ჩვენც მაგას არ ვჩივით? სტიქია თუ იაპონიაში ათასჯერ გადაღეჭილ პროექტებს ანგრევს, ჩვენთან ერთი არაადეკვატურის ხუშტურზე ნაკეთებ საქმეს რას უზამდა?! - აგერ არის ტრაგიკული შედეგი!
ეს ისე, გაბუნიას დღევანდელ შოუსთან დაკავშირებით, თორემ გუშინ, წალეკილ ზოოპარკში მოწყობილი მასკარადით გამოწვეულ შოკს მხოლოდ მომხდარი უბედურება თუ შეედრება!