reportiori.ge - ილია მეორე: 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და კარგად ვიცნობ ამ ხალხს, ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 04:38
რელიგია
ილია მეორე: 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და კარგად ვიცნობ ამ ხალხს, ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი...
ავტორი:
17 ივნისი, 2015. 21:58




„აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს," - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში ბულგარეთის პრეზიდენტთან როსენ პლევნელიევთან შეხვედრისას.



ილია მეორემ საპატრიარქოში ბულგარეთის პრეზიდენტი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მიიღო. შეხვედრისას პატრიარქმა ხაზი გაუსვა ქართველებისა და ბულგარელების საუკუნოვან მეგობრობასა და სულიერ ურთიერთობას.

 

"გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით. თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია ბაჩკოვოს მონასტერი, რომელიც ქართველების მიერ დაარსდა.

ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, ერთი მიზნები, ერთი მისწრაფება. ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობრობა ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, როდესაც ამდენი პრობლემა დგას ჩვენი ქვეყნების და საერთოდ კაცობრიობის წინაშე. ჩვენ ვხვდებით ისეთ პრობლემებს, რომელიც წარმოუდგენელია 21- საუკუენში. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. თქვენ იცით, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია და დროებით არ კონტროლდება ჩვენს მიერ, მაგრამ ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს", - განაცხადა უწმინდესმა.


პატრიარქის თქმით, იგი 11 წლის განმავლობაში იყო აფხაზეთში მიტროპოლიტი.


„მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და კარგად ვიცნობ ამ ხალხს, იქ მცხოვრებთ. ჩვენს შორის არასდროს ყოფილა გაუგებრობა. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ასეთი სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენ და თქვენს თანმხლებ პირებს. გისურვეთ, რომ თქვენ კარგად გაეცნოთ ქართველ ხალხს, ქართულ ცხოვრებას და ვფიქრობ, ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი თქვენი ურთიერთობის ჩვენთან და მერე იგი უფრო განმტკიცდება მომავალში", - ბრძანა უწმინდესმა შეხვედრაზე.



(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016