ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებაა მნიშვნელოვანი.
„ჩვენი მთავარი გამოწვევა დღეს, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის დაძლევა და ლარის კურსთან დაკავშირებული ვითარება, რომელიც მძიმედ დააწვა მოსახლეობას. ამ მდგომარეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და გაუმჯობესებული ბიზნესკლიმატი. ამიტომ ასეთი ტიპის რეგიონალური კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება ვისაუბროთ ჩვენს პოტენციალზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რუსთაველის თეატრში იმყოფება, სადაც შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში ბიზნესფორუმი სახელწოდებით "მეწარმეობის განვითარება და კაპიტალის ხელმისაწვდომობა შავი ზღვის რეგიონში" გაიხსნა.