reportiori.ge - "ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მინდა ვიცოდე, რატომ და როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი?!"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 00:43
პრეს-დაიჯესტი
"ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მინდა ვიცოდე, რატომ და როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი?!"
ავტორი:
19 ივნისი, 2015. 20:41


 

 

 


"რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემ ძმას, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში იბრძოდა და იქ ტყვიას გადაურჩა, ვეფხვი იმსხვერპლებდა..."


გუშინ, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საწყობებში შესულ თანამშრომლებიდან ერთ-ერთს, 43 წლის ოთარ ცუხიშვილს თავს ვეფხვი დაესხა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, თანამშრომლების სტიქიის შედეგად დაზიანებულ შენობაში პირველად შევიდნენ. სამი დღის განმავლობაში კი შესაბამისს სამსახურებს დატბორილი და დანაგვიანებული შენობების გაწმენდასა და ტერიტორიის შემოწმებას სთხოვდნენ. მას შემდეგ, რაც ამას ვერ მიაღწიეს, იქაურობის შემოწმება თავად გადაწყვიტეს. როგორც თვითმხლილველები ამბობენ, სარდაფში პირველი სწორედ ოთარ ცუხიშვილი შევიდა, რომელსაც იქვე დამალული ვეფხვი თავს დაესხა. სავარაუდოდ, სტიქიის შემდეგ, ზოოპარკიდან გამოქცეული მტაცებელი სწორედ მათ შენობაში იმალებოდა; თავის დროზე შესაბამის სამსახურებს იქაურობა რომ შეემოწმებინათ, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, - ამბობდნენ მომხდარით შეძრწუნებული თანამშრომლები.


ყელგამოღადრული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო...


მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს. ჯერჯერობით, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, თუმცა, გუშინვე ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ ვეფხვი, რომელიც მკვდარი ეგონათ, სინამდვილეში ცოცხალი აღმოჩნდა, რაც ვერ გათვალეს. გარდაცვლილი მარნეულის რაიონის სოფელ წერეთლიდან იყო.


როგორც "კვირის პალიტრას" გარდაცვლილის ძმამ, თამაზ ცუხიშვილმა უამბო, ოთარ ცუხიშვილი თბილისში საცხოვრებლად და სამუშაოდ დაახლოებით 15 წლის წინ ჩამოვიდა.


თამაზ ცუხიშვილი:


- რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ძმა, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში იბრძოდა და იქ ტყვიას გადაურჩა, ვეფხვის მსხვერპლად იქცეოდა... ამას ვინ წარმოიდგენდა, რომ სამუშაოდ შესულს, ოთახში ვეფხვი დახვდებოდა. გაოგნებული ვარ. ჯერ თვითმხილველებიც არ მინახავს. როცა თბილისში მე ჩამოვედი, ისინი დაკითხვაზე იყვნენ, მიცვალებულისთვის უნდა მიმეხედა. ასე რომ, ჯერ მიცვალებული გავაპატიოსნო და შემდეგ აუცილებლად დავინტერესდები რატომ შეეწირა ჩემი ძმა ვეფხვს. ჩივილს არ


ვაპირებ, მაგრამ მაინტერესებს რა მოხდა.


-რას საქმიანობდა თქვენი ძმა?


-ყოფილი სპეცრაზმელი იყო, აფხაზეთის ომის მერე, როცა ცხოვრება აირია, თბილისში წამოვიდა და აქ მუშაობდა, ხან- სად, ხან - სად... წვალობდა ძალიან. ჰყავს მეუღლე, შვილები არ ჰყავდათ. ძმას ვერავინ გამიცოცხლებს, მაგრამ მინდა ვიცოდე, როგორ აღმოჩნდა იქ ვეფხვი


-ცხადია, თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ შეიტყობდით, თქვენს ძმას თუ ელაპარაკეთ?


-რა თქმა უნდა, როცა გავიგე რომ თბილისში ასეთი უბედურება დატრიალდა, მაშინვე დავურეკე. მითხრა, კარგად ვართ, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორაო. რას ვიფიქრებდი, რომ ორ დღეში ეს ამბავი მოხდებოდა? გაოგნებული ვარ..


-სახელმწიფო რამეთი დაგეხმარებათ?

-კი, დაგვპირდნენ, რომ დაკრძალვის ხარჯებს გაიღებენ. გამგებელიც დაგვპირდა დახმარებას.




წყარო: kvirispalitra.ge, სალომე გოგოხია 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016