reportiori.ge - ლევან ლორთქიფანიძე: შეიძლება გაბოროტებულ, მსუქან არსებად მიმიჩნიოთ, მაგრამ ეს პირები ფარისევლებს უფრო ჰგვანან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:40
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ლევან ლორთქიფანიძე: შეიძლება გაბოროტებულ, მსუქან არსებად მიმიჩნიოთ, მაგრამ ეს პირები ფარისევლებს უფრო ჰგვანან...
ავტორი:
20 ივნისი, 2015. 03:27




ორგანიზაცია „მწვანე მუშტის" დამფუძნებელი ლევან ლორთქიფანიძე კომერციული დაწესებულებების შესახებ კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამს.



„იშვიათად მიჭირს საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვა, მაგრამ ხანდახან, ბუნებრივია, რაღაც მაფერხებს ხოლმე. მაგალითად ახლა. თუმცა ბოლოს მაინც ყოველთვის ვამბობ სათქმელს, ეს ნაკლია!


ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირად ყველა ვერ ვახერხებთ ხოლმე ფარისევლობის შემჩნევას. ფარისევლები კი თანამედროვე კომუნიკაციების საშუალებებით შესანიშნავად ახერხებენ საკუთარი თავის ალტრუისტებად, ხალხის მოამაგეებად წარმოდგენას.


კომერციული დაწესებულებების ხელმძღვანელები, რომლებმაც რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის კურსის მერყეობის გამო, რიგითი მოქალაქეების ხარჯზე თავიანთი ისიდაც კოლოსალური მოგება გაიორმაგეს, დაზარალებულთა ფონდისთვის რამდენიმე გროშს იმეტებენ ...


კომპანია, რომელიც - კვირაში რამდენიმე ათეულ კილოგრამ ოქროსა (!) და უდიდესი რაოდენობით სპილენძს ყიდის; საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ წარმოუდგენლად მცირე, მიზერულ ბეგარას იხდის; წლებია რეგიონში ეკოლოგიურ მდგომარეობას აუარესებს; შლის და ანადგურებს საწარმოში მოქმედ პროფკავშირების დემოკრატიულ ორგანიზაციებს; მათხოვრულ ხელფასს უხდის ადგილობრივ მუშებს; აფეთქებს საყდრისს - მილიონს რიცხავს სტიქიის მსხვერპლთა სასარგებლოდ. ამ საწარმოსთვის მილიონი არის ის, რაც ჩვენთვის 10 ლარია ... თუმცა, მათმა მენეჯერებმა მშვენივრად იციან, რომ "ლიმონი" ძალიან მომგებიანად, სარფიანად აღიბეჭდება დაღლილი ადამიანების გონებაზე ...


მართლაც თავდაუზოგავად მშრომელი სახელმწიფო ჩინოვნიკი, რომელსაც ტალახში სხვადასხვა ხედით ფოტოების გადაღება არ ავიწყდება... მისი შრომა დასაფასებელია, მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ მულტიმილიონერი მინისტრის კორსორციუმი ათზე მეტ ჰესს ფლობს და ყოველდღიურად ცდილობს საკუთარი მიზნესის ამ მიმართულებით გაფართოვებას, რათა კიდევ უფრო მეტად გამდიდრების ხარჯზე კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას და გააძლიეროს მეწყერისა და სხვა სტიქიური უბედურებების საფრთხე...


შეიძლება გაბოროტებულ მსუქან არსებად მიმიჩნიოთ, მაგრამ ეს პირები ჩემთვის ფარისევლებს უფრო ჰგვანან, ვიდრე კეთილშობილ რაინდებს...


თუმცა, მაინც მაქვს მათთან თხოვნა - სასწრაფოდ უყიდეთ ყველა უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს სახლები. დააბინავეთ ისინი ენუქიძეების შესანიშნავი ოჯახის მსგავსად. გადმორიცხული თანხები ჯერ ბინების შეძენას უნდა ხმარდებოდეს და შემდეგ გზებსა თუ ინფრასტრუქტურას!"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016