reportiori.ge - ნანა დევდარიანი: ოდესა თბილისი არ არის, რომ სააკაშვილს მოუთმინონ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 00:34
პრეს-დაიჯესტი
ნანა დევდარიანი: ოდესა თბილისი არ არის, რომ სააკაშვილს მოუთმინონ!
ავტორი:
20 ივნისი, 2015. 11:46


ოდესის ოლქის გუბერნატორმა სააკაშვილმა უკრაინაში დამატებით კიდევ ერთი თანამდებობა მიიღო - იგი სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების საზედამხედველო საბჭოს ხელმძღვანელის ფუნქციებსაც შეითავსებს. ამ და სხვა თემებზე ვესაუბრებით საქართველოს ყოფილ სახალხო დამცველს, ჟურნალისტს და პოლიტიკურ ექსპერტს ნანა დევდარიანს.


- ქალბატონო ნანა, სააკაშვილს უკრაინაში თანამდებობას თანამდებობაზე რომ აძლევენ, ეს ამბავი რას უნდა მივაწეროთ?

 

- ჩვენმა მკითხველმა რომ იცოდეს, ოდესა, როგორც გუბერნია, არ არსებობს და,  შესაბამისად, სააკაშვილიც არ არის ოდესის გუბერნატორი!


- აბა ვინ არის სააკაშვილი?

 

- სააკაშვილი არის ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ეს გუბერნატორობას არანაირად არ ნიშნავს.


და კიდევ, სააკაშვილი რომ იკვეხნის, ოდესაში ამას გავაკეთებ და იმას გავაკეთებო, მას ამდენი უფლებამოსილება სულაც არ გააჩნია.


მაგალითად, სააკაშვილს არა აქვს უფლება, რომ ოდესაში ხელფასების გაზრდის თაობაზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს.


არც იმის უფლება აქვს, რომ რაიონების ხელმძღვანელები შეცვალოს და ახლები დანიშნოს. ამას ოდესაში ადგილობრივი წარმომადგენლობითი კრებები აკეთებენ.


სააკაშვილი თუ ტერორს მიმართავს და ძალადობის გზით გადაწყვეტს მის უფლებამოსილებაზე მაღლა მდგომ საკითხებს, ეს სხვა საქმეა!


- ტერორი და ძალადობა სააკაშვილისთვის უცხო არ არის!

 

- სამაგიეროდ, ოდესა თბილისი არ არის, რომ სააკაშვილს მოუთმინონ!


სხვათაშორის, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სააკაშვილის ხელფასი 267 დოლარს შეადგენს!


სააკაშვილი საქართველოში მთელი ათი წლის განმავლობაში რომ იძახდა, სახელმწიფო მოხელეს მაღალი ხელფასი უნდა ჰქონდეს, რათა ბიუჯეტიდან არაფერი მოიპაროსო, ამ ლოგიკით გამოდის, რომ სააკაშვილი ოდესაში ბიუჯეტის მოსაპარად წავიდა!


- სააკაშვილის მადასა და მიდრეკილებებს თუ გავითვალისწინებთ, იგი 267-დოლარიან ხელფასს ნამდვილად არ დაყაბულდება!

 

- რა თქმა უნდა, სააკაშვილს ეს ხელფასი არ ეყოფა. ხომ ამბობს, უცხოეთში რომ დავდივარ, თვითმფრინავის ბილეთის თანხას მეგობრები მიგროვებენო. ჰოდა, გასართობად და თავის შესანახად საჭირო ფულსაც, როგორც ჩანს, ნაცნობ-მეგობრები შეუგროვებენ!


სააკაშვილი ახლა ტელევიზიით რომ გამოდის და ხბოს აღტაცებით ლაპარაკობს, ეს, იცით, რას მაგონებს? კარგად მობერებული ქალი რომ ცდილობს, თვრამეტი წლის გოგოს დაემსგავსოს, მოკლე კაბას რომ ჩაიცვამს და გამომწვევად შეიღებება...


დიახ, სააკაშვილი ძალიან სასაცილოდ გამოიყურება! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრეზიდენტობის შემდეგ ასეთ დაბალ თანამდებობაზე არ უნდა წასულიყო, მაგრამ ძალაუფლების წყურვილი იმდენად კლავს, რომ ნებისმიერ რამეზე თანახმაა.


- სხვათაშორის, სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ფიქრი არ შეუწყვეტია და იმუქრება კიდეც, დავბრუნდებიო. ამაზე რას იტყვით?

 

- სააკაშვილისათვის რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოში დღეს დაბრუნდება თუ წელიწად-ნახევრის შემდეგ? მას ბრალი წაყენებული აქვს, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობაც მიესაჯა და როცა არ უნდა დაბრუნდეს, მაინც ციხეში აღმოჩნდება!


„რუსთავი-2"-ზე ადეიშვილის ინტერვიუს თუ მოუსმინეთ, მან გასაგებად თქვა - პირადად მე არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოალიციაში აუცილებლად დაბრუნდება ხელისუფლებაშიო.


თუმცა, სანამ ამას ადეიშვილი იტყოდა, თვე-ნახევრით ადრე იგივე განაცხადა ამერიკის მომავალმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ - ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, საქართველოში მოვახდინო არადასავლური ძალების კონსოლიდაცია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგო.


- ეი.ი რასაც ადეიშვილი ამბობს, ეს საქართველოს გარეთ დაწერილი სცენარია?

 

- რა თქმა უნდა! ახლა ერთი ამბავი რომ არის ატეხილი, საქართველოში რუსული პროპაგანდა გაძლიერდაო და ამის შესახებ რაღაც ვაი-კვლევებს აქვეყნებენ, ეს ყველაფერი ერთი სცენარის ნაწილია!


დიახ, ახლა ცდილობენ, შექმნან ახალი საფრთხობელა, ვითომდა „რუსული პროპაგანდის" სახით, რომლის წინააღმდეგაც უნდა გაერთიანდნენ ნაციონალები, რესპუბლიკელები და „თავისუფალი დემოკრატები"!


ამერიკელებმა კარგად იციან, რომ, თუ მტრის ხატი არ შეიქმნა, ზემოხსენებული ძალების მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა წარმოუდგენელი და გამორიცხულია!


- ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვრცელდება ხმები, რომ მალე საქართველოს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრის პოსტსაც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს. კერძოდ, საუბარია, რომ პრემიერი დავით უსუფაშვილი გახდება. ეს რამდენად რეალურად მიგაჩნიათ?

 

- არა მგონია, ეს რეალური იყოს, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელსაც დამოუკიდებლად საარჩევნო ბარიერის გადალახვის უნარიც არ შესწევს, პარლამენტშიც და მთავრობაშიც საკვანძო თანამდებობები მიიღო.


მიუხედავად ამისა, უსუფაშვილი ჭკვიანი კაცია და არა მგონია, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე პრემიერ-მინისტრობას დათანხმდება!


საერთოდ, როცა არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ხელისუფლებაში ცვლილებები ხორციელდება, ეს ემსახურება იმას, რომ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე მოვიდნენ პოპულარული და ხალხისთვის მისაღები ლიდერები.


ამ ლოგიკით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რესპუბლიკელები პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ხელში ვერანაირად ვერ ჩაიგდებენ და თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, ეს იქნება ამერიკელების პირდაპირი ზეწოლის შედეგი, რომელიც კარგს არაფერს მოუტანს არც თავად ამერიკელებს, არც „ქართულ ოცნებას" და არც ჩვენს ქვეყანას!

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016