reportiori.ge - გიორგი ჩხიკვიშვილი: მარტო ქართველი მომხმარებელი შეძლებს ბილეთების შეძენას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:59
სპორტი
გიორგი ჩხიკვიშვილი: მარტო ქართველი მომხმარებელი შეძლებს ბილეთების შეძენას
ავტორი:
22 ივნისი, 2015. 15:04



biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, უეფას სუპერთასის ბილეთების შეძენას საიტზე უცხოეთიდან შესული მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ. ჩხიკვიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტთან საუბრისას განმარტა, რომ სუპერთასის ბილეთების გაყიდვის შეფერხების მიზეზები და აღნიშნა, რომ სისტემაზე მოხდა ძალიან დიდი დატვირთვა.


„საიტს მოაწყდა ძალიან ბევრი ხალხი. ამჟამად მიმდინარეობს სისტემის სერიოზული განახლება, ემატება სერვერები, აპარატურა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საღამოსკენ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ რამდენიმე ათეულით გაიზრდებოდა მოთხოვნა, მაგრამ ნამდვილად გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, იმიტომ, რომ უპრეცედენტოდ ბევრი იყო უცხოეთიდან შემოსული. ამჟამად ჩვენ ჩავხსენით ეს არხი და მარტო ქართველი მომხმარებელი შეძლებს ბილეთების შეძენას.


რაც შეეხება ლატარიის პრინციპით გაყიდვას - ეს ნიშნავს იმას, რომ საიტი ერთდროულად შესყიდვის უფლებით უშვებს გარკვეულ ჯგუფს, რამდენიმე ასეულ ადამიანს, შემდეგ, როგორც კი რომელიმე ამ ადამიანებისგან იყიდის ბილეთს, ადგილი გათავისუფლდება და ლატარიის პრინციპით ხდება შერჩევა შემდეგი მომხმარებლის, რომელიც არის რიგში", -აღნიშნა ჩხიკვიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016