reportiori.ge - ბათუმის „დინამო“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ომონიას“ დაუპირისპირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:34
სპორტი
ბათუმის „დინამო“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ომონიას“ დაუპირისპირდება
22 ივნისი, 2015. 16:37


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა „უეფა"-ს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა და ბათუმის „დინამოს" მეტოქის ვინაობაც გაირკვა. აჭარლები კვიპროსულ „ომონიას" შეერკინებიან.


ლევან ხომერიკის შეგირდებს საკმაოდ რთული მეტოქე შეხვდათ ნიქოზიის კლუბის სახით, რომელმაც ქვეყნის პირველობაზე 56 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და მესამე და მეორეადგილოსნებს 3-3 ქულით ჩამორჩა.


„ომონია" 1948 წელს დაარსდა და კვიპროსის ჩემპიონობა 20-ჯერ მოიპოვა. ქვეყნის თასის მფლობელი 14-ჯერ გახდა, ხოლო სუპერთასის - 16-ჯერ. ნიქოზიის კლუბს კოსტას კაიაფასი თავკაცობს. მის ღირსებას საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე იცავს.


ევროპა ლიგის გასული სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში „ომონია" მოსკოვის „დინამოს" დაუპირისპირდა და ორმატჩიან დაძაბულ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ ძლიერ მეტოქესთან მოუწევთ პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმელებს გამკლავება.


ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2 და 9 ივლისს გაიმართება. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016