reportiori.ge - „ცხინვალი“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბოტოშანს“ დაუპირისპირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:41
სპორტი
„ცხინვალი“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბოტოშანს“ დაუპირისპირდება
22 ივნისი, 2015. 16:37


რამდენიმე წუთის წინ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასრულდა „უეფა"-ს ევროპა ლიგის 2015/2016 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2014/2015 წლების გათამაშების მეოთხეადგილოსანი „ცხინვალი" რუმინულ „ბოტოშანს" დაუპირისპირდება.


კახა კაჭარავას შეგირდებს საკმაოდ ძლიერი მეტოქე შეხვდათ, რომელმაც რუმინეთის ლიგა 1-ის წლევანდელ გათამაშებაში 47 ქულით მერვე ადგილი დაიკავა, თუმცა ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.


რუმინული კლუბი საკმაოდ ახალგაზრდაა. იგი 2001 წელს შეიქმნა და მხოლოდ 14-წლიან ისტორიას ითვლის. ამ დროის მანძილზე, წელს მათ საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ევროსარბიელზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვეს.


„ცხინვალს" ამ ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდება, თუმცა „ბოტოშანი" ნამდვილად არ წარმოადგენს დაუმარცხებელ ძალას და თუ კაჭარავას შეგირდები ისეთივე აფეთქებებით გამოირჩევიან, როგორც უკანასკნელ პერიოდში თამაშობდნენ, რუმინელთა დაძლევასაც მოახერხებენ.


ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2 და 9 ივლისს გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016