reportiori.ge - დათო ლორთქიფანიძე ვარაუდობს, რომ საქართველო საერთაშორისო საფეხბურთო სკანდალში გაეხვევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 03:03
სპორტი
დათო ლორთქიფანიძე ვარაუდობს, რომ საქართველო საერთაშორისო საფეხბურთო სკანდალში გაეხვევა
22 ივნისი, 2015. 19:15

 

 

ვებ-გვერდ Biletebi.ge-ს გათიშვის შედეგად ევროპის სუპერთასის ფინალური მატჩის ბილეთების რეალიზაციის შეწყვეტის გამო პარლამენტარი დათო ლორთქიფანიძე ვარაუდობს, რომ საქართველო საერთაშორისო საფეხბურთო სკანდალში გაეხვევა. როგორც ლორთქიფანიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ადგილი აქვს საბოტაჟის ნიშნებს.



„საქმე ეხება 11 აგვისტოს თბილისში გასამართ ევროპის სუპერთასის თამაშს. ბილეთები უნდა გაყიდულიყო Biletebi.ge-ს საშუალებით. დილიდანვე უკვე შეიქმნა ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც ამ მომეტისთვის არ არის აღმოფხვრილი. საუბარია იმაზე, რომ რაღაც ვერ გათვალა საიტის ადმინისტრაციამ, ვფიქრობ, არ არის თავის მართლების კარგი საშუალება და კარგი ფორმა.  რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის პოზიციას, თითქოს საიტი მათ არწმუნებდა, რომ 2500 ადამიანს შეეძლო ერდროულად შესვლა და ბილეთის შეძენა, ვფიქრობ, ძირშივე მცდარია. როდესაც ამხელა ინტერესის თამაშია, როდესაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან უნდა შემოსულიყო გულშემატკივარი და ბილეთი ეყიდა, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ამ დროს გათვლა რომ გაქვს 2500 ადამიანზე. Biletebi.ge-ს ადმინიტრაციას მინუმუმ 150-200 ათას ადამიანზე უნდა ჰქონოდა გათვლა. დღეს კი გვაქვს მოცემულობა, რომ არის გაფორმებული ხელშეკრულება, როგორც ფედერაცია ამბობს, უეფასა და bileTebi.ge-ს ადმინისტრაციას შორის. ამას ეჭვქვეშ ვაყენებ და ვფიქრობ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმებული უნდა იყოს უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის. და შემდეგ ყოფილიყო ხელშეკრულების მესამე მხარე biletebi.ge.ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ჩვენი იმიჯი არ დაზარალებულიყო. ვფიქრობ, ჩვენ მივდივართ სერიოზული საერთაშორისო სკანდალისკენ,რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ თბილისში თამაშის ბილეთების რეალიზება ვეღარ მოხდეს, რამაც თამაშიც გამართვა თბილისშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს", - აცხადებს ლორთქიფანიძე.



პარლამენტარი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაინტერესდეს მომხდარი ფაქტით.


„45 000 ევრო biletebi.ge-ს ადმინიტრაციას წინასწარ აქვს მიღებული, რომ მოეწესრიგებინა ვებ-გვერდი. აუცილებელია, დაიწყოს სასწრაფოდ გამოძიება და სასწრაფოდ იქნას ზომები მიღებული, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს საერთაშორისო საფეხბურთო სკანდალის ეპიცენტრში. თუ ვინმე დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს მომხდარზე", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.


მისივე ინფორმაციით, მონაწილე გუნდებს უეფასგან გადაეცემა 10-10 ათასი ბილეთი.

„უეფა თავისთვის დაიტოვებს 2000-მდე ბილეთს, რჩება დაახლობით 30 000 ბილეთი, რომელთა რეალიზებაც უნდა მოხდეს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ გულშემატკივარზე, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გარდა სკანდალისა, მოხდება ისე, რომ საქართველოში ვერ ჩამოვლენ გულშემატკივრები. ეს კი ძალიან სოლიდურ შემოსავალს დაუკარგავს საქართველოს", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016